8:43 PM * * * ( ია კატერინა ჩხეტიანს)შენს კარგად ყოფნას | ყოველთვის ეწირება ვინმე ან რამე. მე ჩაიდნით ავადუღე წყალი რომელიც დავასხი ორ ცალ იაფფასიან ჩაის პაკეტს, შევურიე ერთი კოვზი შაქარი და მივხვდი, რომ მან სისხლი იდინა, ჩემი სიამოვნებისთვის, ისევე, როგორც ჩემმა მეგობარმა თავი გადადო საკუთარი შვილის ახლადშექმნილი ოჯახის გამოსაკვებად. სამწუხაროა, ის რომ ღერი სიგარეტი, ნატეხი პური და ყავა, ერთჯერადი მოხმარებისთვის, უფრო ახლოს არის ჩვენთან, ვიდრე ისინი, ვინც გვიყვარს, ვუყვარვართ, ვისთვისაც ვცოცხლობთ და თავებს ვერ ვიმეტებთ მოსაკლავად.
| |
სულ კომენტარები: 0 | |