7:56 PM მოკლე მონაკვეთი ჩემს შესახებმოგესალმებით! | მე მაქვს უამრავი კომპლექი და ასევე პრინციპები, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არასდროს გავხვდები სახით მოვაჭრე, რაიმე სისულელის ხარჯზე.. ფოტოების ხშირი გადაღება, ლაივები სხვადასხვა ჯგუფებში და მასაზე გათვლილი უინტერესო ტექსტითა თუ ლექსით ან ა.შ.. სამ ადამიანს უნდოდა რომ მე მათთვის ხატვის გაკვეთილებით ჩამეტარებინა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ მოხერხდა დროზე-ადრე ამის მოგვარება, შემდეგ ვირუსი და ჩაკეტილობაშიც შემეძლო უამრავი იდეა მაწუხებს, და ისინი განმეხორციელებინა, მაგრამ თავს ვიკავებ ჩემივე სერიოზული ნახატებისა და ნაწერების გამო. მოკლედ, ალბათ უახლოეს მომავალში დავაანონსებ ღონისძიების სახით ან უბრალოდ პოსტით, როდის და რომელ საათზე ჩავერთვები ლაივში (არ ვიცი ვიდეო-მონტაჟი) და იქ შემიძლია რამდენიმე მონატრებულ ადამიანს ერთდროულად მოვესიყვარულო, თქვენივე სურვილისამებრ წავიკითხო რამდენიმე ლექსი, გავაკეთო რამდენიმე ახალი ნახატისა და სწრაფი ჩანახატების პრეზენტაცია, ასევე მოკლედ სამომავლო გეგმებზე, თუკი მალე ჩაივლის კორონა ვირუსი და ბონუსად შესაძლოა იმავე მომენტში დავიწყო რაიმის ხატვა და აღწერა, ყოველი მომენტის.. ჰო, ასევე კორონამდე დამითმეს სიონის ტაძრის უკან მდებარე ქარვასლას გალერეა 10 დღით (9 ორშაბათობით ისვენებენ) და როდესაც ვაპირებდი ღონისძიების შექმნას დამირეკეს და უვადოდ გადამიდეს.. მესმის, ყველას უჭირს ჩაკეტილ სივრცეში არსებობა, ასევე ზოგი უამრავ სისულელეს სჩადის, ჩემში კი არ ზის სახელის გაიაფება ლუდივით.. თუ რაიმეს გავაკეთებ სერიოზული, გამიზნული და გათვლილი უნდა იყოს, რათქმაუნდა საინტერესო. არ ვიცი, საერთოდ რაიმეს თუ გამოიღებს ან ვინმეს თუ წაეხმარება ეს ჩემი მესამე ლაივი, პირველი სამი წლის წინ წიგნის გამოცემისთვის მქონდა, მეორე ან 27 თებერვლის ან რომელიღაც სერიოზულ საღამომდე რამდენიმე დღით ადრე ჩავერთე და ამით არ ვიცი გაიყიდება ჩემი რომელიმე ნახატი, ვინმე გადააზიარებს, ან მოითხოვს გაკვეთილებს ონლაინში და მომიწევს იუთუბზე გამოგყვეთ, თუ არავინ შემოვა ორი ადამაინის ნაცვლად, რომლიდანაც ერთს ფეხზე ვეკიდები, შემთხვევით შემოსული და მეორეს კი გაუხარდება, მაგრამ 10 წამზე ვერ გაჩერდება, რადგან რაღაც საქმე ექნება მოსაგვარებელი.. არ ვიცი.. არასდროს რეკლამა არ შემიკვეთავს რომელიმე პოსტის გასაპიარებლად არც ხშირი მომხმარებელი ვარ ფეისბუქის, და ერთი კვირა რომ დავიკარგე, როგორც ლაშა მომწერა, აზრი არ აქვსო, მაინც ვერავინ გაიგებსო შენს გასვლას სოც. ქსელიდანო, ზუსტად ისევე მოხდა.. ვინმესთვის სულერთი თუ არ ვარ, მოგენატრეთ და მოინდომებს ჩემს ლაივს შეგიძლიათ სურვილი გამოხატოთ კომენტარის სახით ან მომწეროთ პირადში. გმადლობთ ყურადღებისთვის!.. პ.ს. — ეს ავკრიფე ახლა, ამ დროს 4:41 და ალბათ, მომიწევს დავდო დილას, რადგან მთელი დღის მანძილზე (კი საღამოს უკეთესიამ თითქოს..) ვისაც გავახსენდები, (თუ არ ამოუგდებს notification-ს ან მის შემდეგ უამრავი სხვისი სიახლეები ჩაანაცვლებს, დაფარავს) შევა ჩემს გვერდზე და ნახავს ..
| |
სულ კომენტარები: 0 | |