4:47 AM მთელ გზაზე სამყოფი განცდილი სითბოადამიანები ვივიწყებთ | ერთმანეთის სახეებს, ხმას, ზოგჯერ არსებობასაც კი.. უფალი არასდროს გვტოვებს, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ამას ვიჯერებთ, რომ ვრჩებით მარტო. ის გამოუვალ სიტუაციაში გვიგზავნის მხსნელს, ანგელოზს, ადამიანის სახით, რადგან არ დავკარგოთ მეორე დღის იმედი, განვაგძოთ ბრძოლა და ხეზე არ დავკიდოთ ჩვენი სხეული. დღეს, რუსთაველის გამზირზე, ძველი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობასთან, სადაც ახლა ლტოლვილები არიან შესახლებულნი, შემხვდა ერთი დიდი ხნის უნახავი გოგონა, რომელიც დაემშვიდობა თავის მეგობარს და მომესალმა მე. ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ერთად გავლილმა რამდენიმე ნაბიჯმა დამიტოვა სახლამდე მთელი გზის გასავლელი სითბო.
| |
სულ კომენტარები: 0 | |