5:37 PM
One Way — One Love
One Way — One Love

მე თუ ვერ გადავცურავ ზღვას,
ვინახულებ მთვარეს —
დავწერ ლექსს და დავხატავ ცას.
თავისუფალ მხარეს..

One Way — One Love

სიგარეტი, წყალი და პური.
სიყვარული, გაგება და პატივისცემა.

One Way — One Love

ცარიელ გზაზე დავდივარ მარტო.
გზას ბოლო არ უჩანს..
მთა მაახლოებს ცასთან.

One Way — One Love

ვგრძნობ,
ფრენისთვის გადმოხტომა მიწერია,
მეტრო.
ვერტმფრენი.
მიტოვებული მაღალსართულიანი კორპუსის სხვენი.
ტრანსპორტის ფანჯარა.
სხვა..

One Way — One Love

ჯოჯოხეთის შესახებ
ჩამოვჯდეთ და ყველაფერს მოგიყვები.
მე საღებავები მჭირდება რომ დავხატო
საკუთარი სულიერი მდგომარეობა.
სამოთხისთვის (თუ მოიძებნა იქ ჩემი ადგილი) — უფალი.
ღვთისთვის — ტვირთვა ამ ჯვრის,
რომელიც ყოველი დღე უფრო მძიმდება.

One Way — One Love

არ ვიცი..
ვდგავარ ზღვარზე,
ვუყურებ შავ ცას
და ვერ გადამიწყვეტია —
შევიდე ზღვაში და მოვიბა ფრთები,
თუ დაველოდო მარადიულ ფრენას..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 717 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: მთვარე, გზა, ცა, სიყვარული, სამოთხე, ზღვა, ნიკა ძამიაშვილი, ფრენა, ვერტმფრენი, ჯოჯოხეთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar