6:16 AM ყველას თავისი მიეზღვება ...უნდა იფიქროს ადამიანმა, ვინ-ვინაა და ვის როგორ და რითი უნდა დაამახსოვროს თავი. მე არაფერი, ამ წერილს სხვების სახელით ვწერ, ვისაც ვიცნობ, ვინც მიყვარს და ვისი ცხოვრებაც ჩემს ყურამდე საერთოდ არ მოდის, მაგრამ ვიცი, რომ სადმე, ვიღაცა ვიღაცისგან იჩაგრება. | თუ ის თვითონ მსხვერპლია, და არაფერი ძალუძს, მის ნაცვლად სხვა გასცემს პასუხს, თუ მისი განწირული ხმა სხვას არ ესმის, გავა დრო და სიკვდილის შემდეგ მაინც მოეკითხება ყოველი სიტყა და ქმედება, ისევე, როგორც ფეხის მუხლებზე დავარდნილის სახეში წიხლის გამეტებით რტყმა მწარე გინებით და მისგან ტირილი, აღიარება და მობოდიშება, რომელიც მხოლოდ იმ მცირედს შველის, რომ სხვებმა შეაჩერონ მისგან სისხლდენა და ჩაუტარდეს მას მკურნალობა, გადასარჩენად. ისაც იმ მიზნით რომ აზრად გაგიელვა, იქნებ მოინანიოს საცოდავმა და ეშველოს.. მას კი ეგონა რომ იყო ძლიერი ტიპი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი გატეხდა, მისი სიტყვა კანონი იყო და ყველა უნდა დამორჩილებოდა და მთელ დედამიწას მის ასოზე უნდა ეტრიალა. მისი ცრემლიანი პატიება ხვეწნა-მუდარით ვერ შეცვლის მის ბინძურად გამოვლილ ცხოვრებას, შესაძლოა უბრალოდ გული მოულბოს მის მტანჯველს. და მაინც, ახლა, დედამიწის ნებისმიერ მხარე, რატომ უნდა ითმინონ ჩაგვრა იმ თითოეულმა ადამიანებმა, ვინც მხოლოდ უფლის ნებაზეა მინდობილი და აზრადაც კი არ მოსდით ის, რომ ოდესმე ყველა სიბოროტე სასტიკად დაისჯება!..
| |
სულ კომენტარები: 0 | |