5:11 AM
ს ო კ ო
დაობებულ ღრუბლებზე ამოსული სოკოები.
შენს თეფშზე დასხმული სოკოს სუპი.
შენს დაჭაობებული ტვინში დამწვარი ტყე,
როგორც გაპარსული საშო,
რომელზეც ჩემს ლოდინში ამოვიდა სოკო,
წამოვიდა სისხლი.

და შენ არ გაქვს პურის ფული.
და შენ არ გაქვს ავტობუსის ბილეთი.
და შენ არ გაქვს მანქანა,
რომელსაც იატაკზე გაუკეთებ ტრამპლინს,
ხელით აიყვან და დააგორებ.
და შენ არ გაქვს წარსული,
არაფერი გაგიგია ბედნიერ ბავშვობაზე,
არ იცი ბაზარში სოკოს ფასი,
მითუმეტეს ხორცის.

შენ ვერ იკეთებ ოპერაციას
და გჯერა,
რომ ამიტომაც არ ვართ ერთად.
მე გავყიდი ნახატს და მოვალ შენთან.
საშოდან ამოგიძირვავ შენს სოკოს
და შევუწვავ ქუჩის ძაღლებს.
იარაზე წაგისვამ მალამოს
და ნელ-ნელა ტკივილის კლებისას
თვალებს დაგახუჭინებ.

პირში ჩაგიდებ ერთ კოვზ თაფლს,
იმ სითბოს გამოსახატად,
რომლითაც ვცოცხლობ!..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 509 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ნახატი, ღრუბელი, operacia, მანქანა, პური, სოკოს სუპი, ხორცი, soko, ვაგინა, tramplini, tsarsuli, ბავშვობა, ავტობუსი, ქუჩა, საშო, ტვინი, ოპერაცია, vagina, სოკო, ტრამპლინი, khorci, ტყე, ობი, წარსული, sasho | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar