3:05 PM
ტაძრის შესასვლელთან მდგარი ქალი, ახალგაზრდა დედა
ღამენათევი მივედი ეკლესიაში. ცოტახნით გავედი ტაძრიდან, რომ ცივ ჰაერს გამოვეფხიზლე.

ეზოში მთავარ შესასვლელთან შევნიშნე აღელვებული ქალი შარვლით, მიყუდებული ღობეს.
ვუყურებდი,მინდოდა მასთან მისვლა, დამშვიდება და ვეძებდი მიზეზს.

მსურდა მეთქვა,რომ შემოსულიყო ეზოში, მიყრდნობოდა ტაძრის კარს რადგან მალე ქადაგება დაიწყებოდა და მოესმინა.
როდესაც ჩამოვაყალიბე აზრი, თუ რის თქმასაც ვაპირებდი.
დასრულდა ზიარება.

ხალხის ნაწილმა დაიწყო გამოსვლა,მივუახლოვდი რამდენიმე ნაბიჯით. გავცდი ჯვარს და დავდექი კელიის პირდაპირ,ისე რომ მას ვერ შევემჩნიე.
დავიწყე გამეორება იმ რამდენიმე სიტყვის და ფიქრი, თუ რაც არ უნდა ეკითხა, სავარაუდო პასუხი წამში გამეცა.

გამოვიდა მისი მეუღლე ბავშვით.
მიხარია, რომ ასეთ ქალს ჰყავს გვერდზე მამაკაცი და თვითონ არის დედა.
ეს გავიფიქრე თუ არა, მივხვდი, რომ ჩემს ცოდვებს მიემატა ერთიც..
გუშინ, მოვატყუე საკუთარი თავი, რომ შემძლებოდა ნაბიჯის გადადგმა..
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 526 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ნაბიჯი, ეკლესიის ეზო, კარიბჭე, ქალი, რუსთავი, ღობე, ჯვარი, გორგასალის ტაძარი, ბავშვი, კელია, ტაძრის ეზო, ეკლესია, შარვალი, დედა, ტაძარი, მეუღლე, ნიკა ძამიაშვილი, მამაკაცი, ეზო, ზიარება, ჩანაწერი, პასუხი, სიტყვა, ღელვა, ფიქრი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar