7:37 PM
ციკლიდან "მიყვარხარმშვიდობის!" — ლექსი #1 * * *
შენ არ გესმის ჩემი ფსიქიკის მელოდია,
მაგრამ მე არაფერს გთხოვ,
მსურს ვხედავდე ჯერ არ ჩასახული ბავშვის სახეს,
რომელიც ირეკლება საკუთარი ხედვით,
ჩემი ეზოს გუბეში,
იქვე მდგარი ხითა და ლამპიონის შუქით.

ჩვენ თუ ვერ ვიქნებით ერთად,
ჩვენს ისტორიას ხალხს დავუტოვებ,
შენდამი შექმნილი სიტყვით.

— მიყვარხარმშვიდობისა!..

გაულამაზეთ დღის ნებისმიერი პერიოდი
თქვენს საყვარელ ადამიანს,
დილა, შუადღე, საღამო, ღამე...

ზღვა ემოცია,
რომელიც გინათებს გზას.
შედიხარ ტრანსში, რადგან შეამჩნიო ეს ნათება
და სასოწარკვეთილი, გულისფეთქვით გამომყვე იქ,
სადაც ვიკვებები შენგან ჩემი გახსენებით,
ანუ უკვე ძვალს გადაეკრა კანი და მიჭირს სუნთქვა.

და ვცდილობ გავუმეორო
საკუთარ თავს,
რომ მწამს,
უშენოდ, მაინც ვარ შენთან,
მაგრამ როდესაც ვემსგავსები ნორმალურ ადამიანს,
ვხვდები..

შენი ცხოვრების გასავლელ გზას არ კვეთს ლიანდაგი,
რომელზეც მარტოსული შიზოფრენიკი
ჩაძინებამდე ცეკვავს!..
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 332 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: მიყვარხარ, ისტორია, ლამპიონი, ტრანსი, პოეზია, საღამო, ღამე, ფსიქიკა, გუბე, შიზოფრენია, შუადღე, მშვიდობა, ემოცია, ხალხი, დილა, ლექსი, მელოდია, სასოწარკვეთა, ადამიანი, შიზოფრენიკი, ლიანდაგი, ბავშვი, მიყვარხარმშვიდობისა, სუნთქვა, გზა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar