3:24 AM
უბრალოდ მადლობელი..
თბილისში,
ქუჩის მუსიკოსი მღეროდა
და იქ ჩახუტებული წყვილი ცეკვავდა.

მე ვუსმენდი და განვიცდიდი ჩემს მარტოობას.

შევედი მაღაზიაში.
ვითხოვე კალამი და ფურცელი,
რომელზეც დავწერე ინგლისურად —
"Keep Smiling And Hug Me, Please"

უამრავმა ჩამიარა,
ალბათ, ეგონათ ფულს ვაგროვებდი რამისთვის,
არც წაუკითხავთ..

იმ მეწყვილე გოგონამ ნახა ეს ფურცელი,
მომიახლოვდა,
გამიხარდა
და ჩავეხუტეთ ერთმანეთს..
დიდხანს და მძლავრად ჩავიკარი გულში.
ვგრძნობდი მის გულის ფეთქვას..

დავემშვიდობე და წავედი რუსთავისკენ.

ჩავედი ქაშუეთის ტაძრის უკან
და იქ შემხვდა ორი რუსი ტურისტი.
გავრისკე..
მათაც ვანახე ეს ფურცელი.

მითხრა იქიდან ერთ-ერთმა, რომ ხედავდა
მხოლოდ თეთრ ფურცელს.
შემდეგ რუსულად ავუხსენი რაც ეწერა
და ორივესგან მივიღე დიდი სითბო,
რომელმაც დამახევინა ფურცელი,
ჩამაგდებინა ნაგვის ურნაში.

ვიყავი მათი მადლობელი.
კარგი დღე ვუსურვე და ბედნიერი გავუყევი გზას..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 596 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ტექსტი, ლექსი, გზა, tbilisi, alone, ურნა, მაღაზია, rustavi, მუსიკოსი, მარტოობა, ფურცელი, რუსთავი, ინგლისური, paper, ნიკა ძამიაშვილი, poetry, keep smiling, სითბო, მადლობა, hug me, ჩახუტება, ვერლიბრი, Please, თბილისი, ტაძარი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar