2:41 PM * * *ჩემი ერთი დღე დაიწყო ასე. | ვიყავი მარტო. შეშლილ ავტოპორტრეტს ვხატავდი, რომელსაც ეკლდი შენი სითბო, იმიტომაც გამოვიდა ასეთი ცივი. წამოვწექი ტახტზე და მორიგი კოშმარულისიზმრის შემდეგ.. ავიფრცქვენი სიფრიფანა კანი სხეულიდან მოვაყარე მარილი, დავასხი ტაფაზე ორი წვეთი ზეთი და შევწვი. გული არ მიმივიდა მეჭამა და დავუყარა უბნის ძაღლს. ვიყურები ფანჯრიდან. ვხედავ თათებით ძლივსღა მოათრევს სხეულს. ისე ჩაუარა ჩემგან ნაჩუქარ საუზმეს, რომ არც კი დაუყნოსავს. ვხვდები, მასაც არ ვჭირდები, შენ მითუმეტეს.. მინდა ვიყვირო ხმის ჩახლეჩამდე, მინდა ვიფრინო უსასრულოდ და ერთი თვის მერე სადმე რამეზე დავეცე.. მინდა ყოველ ჩემს ჭკუიდან შეშლას შენი სახელი ერქვას, რადგანაც სიგიჟეა ჩემი სიყვარულიც და ცხოვრებაც. მინდა არავის ესმოდეს ჩემი განწირული ხმა, უბრალოდ, როდესაც დავწყნარდები, მაშინ მოხვიდე, დარჩე და ეს იქნება ჩემი სულიერი გადარჩენა.
| |
სულ კომენტარები: 0 | |