7:53 AM
31 ივლისის პოსტი — თუ რა მძულს ხალხში, სიცრუე, სიმკაცრე, უფროსობა, ცხოველურობა და სხვ. თუკი ოთხფეხა ცხოველს მოვიშინაურებთ, ჩვენ რაღა გვჭირს?
დავიჭიროთ ყველა ცხოველი (არა მხოლოდ ოთხი ფეხიანი) და მათივე უსაფრთოებისთვის გამოვკეტოთ გალიებში და მივცეთ ყველას ბოსტნეული და მწვანილი, თვითონ ხალხი კი ვიკვებოთ მხოლოდ ხილით.

გამოვიგონოთ ისეთი ენა, რომელიც გააერთიანებს როგორც მთელს მსოფლიოს ამ მომენტში, ასევე უამრავი წლის შემდეგაც.

და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც შევძლებთ რომ ცხოველები შევაჩვიოთ ნადირობას და ჩვენ დავეკონტაქტოთ დედამიწაზე ნებისმიერ ადამიანს, მაშინ ჩვენში ჩავკლავთ ცხოველური ინსტინქტები და ვიმოქმედოთ გულით.

არ დავიწყოთ ტყუილი დროის ხარჯვა, თავის დაფასებისა და ძლიერი მამაკაცის ნიღბის ტარებით, რომელიც ფლირტიდან გადადის მოწონებაში და ზემოქმედებს ქალზე. რა საჭიროა, ეს ნაგავი. უთხარი ესევე რომ უყურებ უკვე დიდხანს და გინდა რომ მეტი იცოდე მის შესახებ და სამი-ოთხი სიტყვით, ხმით, შემოხედვითა და მოძრაობით, მიხვდი ვინაა, ან რომ უნდა შეეშვა ან ცხოვრების ბოლომდე დაიყენო გვერდით.

აუცილებელი არაა იეროგლიფების, ან ციფრული კოდებით გამოვთქვათ საკუთარი აზრი, როგორც ეს — 31003111 / 31003112 ანუ (Life / Humanity), როდესაც შესაძლოა თითების სიახლოვით ვანახოთ ერთმანეთს გული და კარზე კაკუნისას, როდესაც არავის ესმის და შენ ატრიალებ ხელს, იმეტებ ნეკა თითს თავის ტანიანად რომ კაკუნი გარდაქმნა გამეტებულ რტყაში, ცდილობ გააგონო ხმა ყრუ ხალხს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მსგავსი მოძრაობით, შეიძლება გამოხატო იმ წინა არაორგანული ნიშნის, რომელიც შესაძლოა, როგორც ყველაზე გაყინული, ისევე ყველაზე ცხელი ორგანო იყოს, მისი ფეთქვა.

და როდესაც მოვიპოვებთ სრულად სიყვარულს დედამიწის გარშემო, შესაძლოა ის ქალი, რომელიც ეწირება ნაბიჭვარ ტიპს, მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი ჰყავთ საერთო, მას მოუვიდეს რაიმე ისეთი განსხვავებული აზრი, რითაც ამ პლანეტიდან შევძლებთ გავუშვებთ უსასრულობაში მესიჯი, ხმოვანი, ან თუნდაც ვიზუალური, რითაც ისინი შეძლებენ ჩვენზე გაიგონ რაიმე ისეთი ინფორმაცია, რაც შეცვლის მათ დამოკიდებულებას ჩვენდამი და ზონა 51-ისადმი პიარი და ინტერესი ჩაქრება, როდესაც ბევრად მეტი ინფორმაციის მოპოვების შანსს მისცემს მეცნიერებს ხალხისთვის უცნობი დიასახლისი.

გვქონდეს ერთმანეთისადმი სიყვარული, ცხოვრებისეული მინიმალური განვითარება მაინც, რომ სადარბაზოში ვიღაც რომ არ შარდავდეს, ან არ იბღენძებოდეს სამარშუტოში ვიღაც, როდესაც გვერდით შესაძლოა იყოს გამხმარი, გაძვალტყავებული ადამიანი და ვერ კი არა, არ ბედავდეს თხოვნას, არამედ იბრძოდეს, მოთმინებით გადარჩენისთვის. და მის თვალწინ რომ თქვლეფ, ღეჭავ, ცოხნი .. ყველას ხომ არ აქვს დიაბეტი, თუკი, მაშინ შედი სადმე, შეიძინე და რამეს მიეფარა, მინიმალური შეგნება.. ასევე ცხვირსახოცის არარსებობის შესახებ როდესაც ქრონიკულად ასრუტუნებ, ან ახველებ და ხელს არ იფარებ, რატომ უნდა ავდგე ფეხზე გავიწიო, ვითომ სადაცაა ჩავდივარ, მერე ვინმე გავატარო, გადავჯდე, მაგრამ ფსიქიკას მიღრღნიდეს ეს ხმები, კი, შესაძლოა ჩემშიცაა რაღაც, მაგრამ ეს მცირედი, პატივისცემა სხვისადმი და ცხოველიდან განსხვავება, ის რომ ადამიანი ხარ და შენ რომ იხდი იმდენივეს კომფორტულ მგზავრობაში, მე რატომ უნდა შემიქმნა დისკომფორტი და რატომ უნდა ჩამიშვა დროზე ადრე სამარშუტოდან, როდესაც იმდენივე გადავიხადე, რამდენიც შენ უზრდელო ღორო! მაგრამ ეს პირადად შენზე არაა, რადგან ეს შენ არ გასწავლეს მშობლებმა და ასეთი მდაბიო, "ბანძი" რამ შთაიგონეს, რადგან ბავშვი კარგად ღეჭავს, ესეიგი ჯანმრთელია და მორჩა.. იმის იქით აღარაფერი, ერთი კვირის მანძილზე ათეული საფენის გამოცვლა, რწევა საწოლის, ბანაობა, კვება და მორჩა.. არანაირი ხმების, როგორც სიტყვიერად, ასევე მუსიკის შეცნობა, ზემოქმედება მის აზროვნებაზე ვიზუალისა და სხვადასხვა შეგრძნებებისგან.. არა, უბრალოდ ღეჭავს, ყლაპავს, ესეიგი ჯანმრთელია..

ახლა, ამის წინა აბზაცის ბოლო თითქოს გაიაფდა, იმ ნაწერთან შედარებით რაც დავიწყე, იმიტომ რომ ეს დარწმუნებული ვარ, ნახევარზე მეტისთვის უაზრობაა, რადგან როგორი მარტივი წარმოსახვითი ტექსტიც არ უნდა დამეწერა, მაინც სისულელედ ჩაითვლებოდა და ახლაც მასეა, იმ მასისთვის, ვინც ამას არ კითხულობს, ან შემთხვევით გაეცნობა და განსაკუთრებით წინა გრაფაში ამოიცნობს საკუთარ თავს.

აი, კერძოდ ერთი მცირედი ისტორია ერთ ტიპზე, რომელსაც უნდოდა ჩემი ნახატის შეძენა. ყიდი ამ ნახატსო, კი, იძულებული ვარ-თქო. ფასიც მომწერა და ვუპასუხე და შემდეგ დღეს ვერაო, კარგი, ალბათ გადაიფიქრეთ ბატონო, რატომ, შეიძლება ვიცოდე-თქო, და "აბა მერე მე რა ვჭამო" დარწმუნებული ვარ, ის ახლა არ კითხულობს ამ ტექსტს, კერძოდ ამ ხუთ სიტყვას. არც თეატრში — სპექტაკლი, საღამო ან კონცენრტი, არც ბალეტი და ოპერა, არც ბიბლიოთეკა, არც მხატვრობა, გალერეა-მუზეუმები გამოფენებით, არც რაიმე სხვა, არა მხოლოდ ხელოვნება, სპორტი ავიღოთ, დარწმუნებული ვარ, მისი მსგავსი ხალხი, არა თუ საყვარელი გუნდის გულშემატკივრები, არამედ "ბალელშიკები" არიან და არა დარტყმას, პასის გადაცემასა და მოძრაობებით განიხილავენ რომელი უფრო ძლიერი მოთამაშეა, არამედ ლუდის სმითა და ამყრალებული ლექსიკით, რომელსაც გამოწყობილი მამაკაცისთვის პერანგზე სახლიდან გასასვლელად ბოლო შტრიხი() სუნამოს მოპკურებასავით ან რომელიმე ფეხბურთელის დედის, ან რაიმის მტკიცებისათვის საკუთარს მიაყენებს შეურაწმყოფას და არა მხოლოდ ეს, დღეს ვნახე ერთ-ერთი ქართული ახალი კლიპი და კომენტარებში პატარა ბავშვებისგან ისეთი სიბილწე, რაც მე შემრცხვა რომ აქ და ახლა ამათ გვერდით მიწევს თანაცხოვრება, სადაც გოგონას თანდასწრებით სასქესო ორგანოები, გინება და სხვა რამ, თავისუფლად ნებადართული, ეს ჩემი დაიკოა, ვინც არ უნდა იყოს, როგორ ბედავ გოგონასთან ასეთ ლექსიკას, აკონტროლე, არა ემოციები, არამედ სიტყვების მარაგი, რომელიც არ გაგაჩნია ახლა უკვე მეც მინდა გინება და ათასი ბინძური რამ, მაგრამ ვიცი, რომ სულ მაქისმუმ 5 ადამიანმა წაიკითხოს ეს ტექსტი, იქიდან 4 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იქნება და ის ერთი მე, რომელიც წერის დროს ვკითხულობ.. ამისი დედაც.. ვერ ვიტან უსამართლობას, ჩაგვრას და უამრავ სიბილწეს, მითუმეტეს ასე ფართოდ გახსნილს, სადაც ხელი გოგონებსა და ქალებსაც თავისუფლად მიუწვდებათ, და თუკი საერთოდაც არ უნდათ, შემთხვევით, ქუჩაში, ეზოში, სკვერსა თუ კიდევ სადმე, თავისუფლად შეხვდებიან. მინდა დავასრულო ან-ბანიდან განდონამდე (ანუ იმ ნაბიჭვარ ტიპებამდე, ვინც ხმარობენ და აგდებენ გოგონებს და ხომ შეიძლება, შემდეგ ინანოს გოგომ ეს ბოლომდე გაუთვალისწინებელი ნაბიჯი, მაგრამ მას ეს ისევე კიდია, როგორც ის, რაზეც და რითაც..) ერთი ნორმალური სიტყვა არ მადგას ახლა ენაზე.

კი, შესაძლოა, ამით ვინმეს შეექმნას რომ აი ნიკუშ შენ რადგან ამას წერ, რაიმეთი უკეთესი ხარ, არაფრით, მეც ნაგავი ვარ და მეც ვიხრჩობი, ყველას ორგანული მსგავსება არის ოთხმოცდა რაღაც პროცენტი და იმ მცირედით, რითაც განვსხვავდებით, შეგვიძლია ისე განვავითაროთ და იმდენი საინტერესო რამ შევმატოთ თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავს, რადგან ეს ნებადართული კაიფია, სიამოვნება, როდესაც რაიმესადმი ილტვი ინტერესით და აღმოაჩენ დაუმტკიცებელ ინფორმაციას, რომელსაც გახვევს უამრავი ტელევიზია და სხვადასხვა ინტერეტ საიტი, მაგრამ რომ გაიგებ სიმართლეს, მის უკან რა დგას და რატომ, მიხვდები რომ ყველაფერი ბიზნესი და პიარია, ამისი დედას შ... იმის გარდა, რაც ბუნებამ გაჩუქა და ჩვენ მას ვაფუჭებთ, ვანადგურებთ სხვადსხვა რამით.

არ მესმის, რატომ ვართ ასეთ ჭაობში, კერძოდ ნეხვში, თავიდან ფეხებამდე და არ გვინდა თავები მაინც ამოვწიოთ, დავინახოთ როგორია ცხოვრება, როგორია ადამაინობა, ნდობა, სიყვარული, სითბო და მინიმალური განვითარება, რომ ცხოველისგან განსხვავდებოდე.. შევეგუოთ ახალს და ხელი გავუმართოთ და თვითონ კიდევ უკეთესი შევქმნათ, თითქოს დაზომბირებულები, სამსახური-სახლი, სექსი მეუღლესთან, ძილი, საკვები და ასე წრეზე, არაფერი საინტერესო და ამ მომენტში ჩვენი შვილები, ღმერთმა იცის როდის, სად და როგორ იზრდებიან..

——————————————

ნიკა ძამიაშვილი — ჰო, თავიდან რაც წერია, ცოტა ხელი რომ შევავლო, ლექსად შემძლია ვაქციო, ერთი-ორი მიგნება, რაიმე აბსტრაქცია, მისტიკა, ცოტა სიღრმისეული სიბრძის მაგვარი რამ, რასაც რამდენჯერმე წაიკითხავ და მაგრამ მარტივად ვერ მიხვდები, თუნდაც ჩვეულებრივ სალაპარაკო ენით დაწერილი და ამ ყველაფრის ნაზავი მომცემდა პოეზიას, მითუმეტეს ასეთ საინტერესო აზრებს შორის.. მაგრამ მე იმიტომ გავა-ძალიან-იაფე ტექსტი, რომ ყველა იმ საკვების დამღეჭავი ტიპისთვის ყოფილიყო გასაგები, ვინც ჯერჯერობით სუნთქავს და ფეხზე ჰკიდია ჩემი ნაწერი, და თუნდაც შემთხვევით გადააწყდეს სადმე რამეს.. გაიგოს.
გმადლობთ ყურადღებისთვის!..

პასუხი თიკოს — რომ ცხოველები მივაჩვიოთ არა ნადირობას და არც ჩვენ დავკლათ თუნდაც ქათამი, ან ღორი, ან ძროხა, ან ცხვარი, ან ცაკალელი კურდღელი, არა უკვე მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა ცხოველებისთვის, არამედ მიწათმოქმედება და ა.შ.. ადამაინი მინიმალურად დღეში ერთი მოხარშული კარტოფილი და ერთი ვაშლიც რომ მიირთვას, გაძლებს რაიმენაირად, მაგრამ ცხოველი მარტივად დაიბრიდება, მითუმეტეს ხორცისმჭამელი, როდესაც რაღაც სხვას მისცემ, თან ასე ცოტას..
მაგრამ აქ კიდევ სხვა რამე დევს, ანუ ასეც რომ იყოს და მიეჩვივნონ, ადამიანისგან თუნდაც თავიდან რაიმე ტექნიკის გამოყენებით საკვების მიღება / დასუფთავება და ა.შ.. იქნებ ოდესმე რომ მოთვინიერდებიან და ის კბილების დაღრეჯის ნაცვლად მოულბებათ სახე და თბილად გაიღიმებენ, ანუ იმათმა თუ შეძლეს, ჩვენ ხალხმა როგორ ვერ უნდა ვიყოთ ერთმანეთისათვის-თქო, ზუსტად არა, მაგრამ მეზარება, იმ დიდი ტექსტის წაკითხვა, თუნდაც გრამატიკის გამო, მოკლედ ძალიან ახსოს, ეს აზრია, ჩვენ ვინ ვართ, როდესაც აი, იმათმა შეძლეს და..

პასუხი კოტეს — მე ესაც არ მაქვს და რატომაც არა, მითუმეტეს არავის არ ვებრძვი, ვინადირებ და არავის არ ვჭამ.. პირადპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, კი უზღუდავ თავისუფლებას, მაგრამ აქ სხვა კონტექსტით ამქვს ნათქვამი, იმით რომ ასე შესაძლოა მიეჩვიოს ცხოველი თავის რაღაც რეჟიმს და გადავიდეს ბალახზე, ფოთლებზე, მწვანილეულსა და ბოსტნეულზე, და ჩაიქროს მასში ცხოველური ინსტინქტები, მაგრამ ხალხნი რანი ვართ ასეთი დაუნდობლები და ა.შ.. რაზეც სხვა კომენტარშიც და თვითონ ტექსტშიც მცირედით ვახსენე რა.. რა ადგილას არ მახსოვს, რადგან მხოლოდ კრეფისას ვკითხულობდი, მის მერე არ გადამიკითხავს ეს ტექსტი.,
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 312 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ჭობი, ლტოლვა, ცხოველი, განდონი, სიბილწე, განვითარება, earth, ნეხვი, საკვები, Fucking, მამრი, ეზო, სექსი მეუღლესთან, დედამიწა, ტელევიზია, ძილი, მდედრობითი სქესი, life, გოგონა, სკვერი, სამსახური-სახლი, ქალი, ქუჩა, Humanity, მსოფლიო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar