2:47 PM ძილის დროს ჩაძინებაჩემს უკან მომავალი დღეები დგანან | და რიგრიგობით მეძახიან მე ვცდილობ სულ წინ ვიარო მაგრამ ამით უფრო ვცილდები რეალობას და მიჭირს აღქმა ორი სხვადასხვა სამყაროსი რადგან მეკარგება ხმა რადგან მატულობს განვლილი მანძილი რომელსაც უსწრებს დრო რომელიც იკარგება ჩემსავით და ძილის წინ თუ გისმენია საათის წიკწაკის ხმა და გითვლია წარმოსახვითი ცხვრები ჟირაფები ან სპილოები და მაინც არ მოგსვლია ძილი და ნერვები გეშლებოდა და ვერ ხვდებოდი იმას რომ რეალურად უკვე გეძინა და ძილში ცდილობდი ჩაძინებას..
| |
სულ კომენტარები: 0 | |