2:15 PM ინდუიზმი, უფალი და ქალიინდუიზმი, უფალი და ქალი | მფარველი ვიშნუ და გამანადგურებელი შივაც კი ლოცულობს ბრაჰმას, განეშასა და ინდრას ფეხებქვეშ. შენ კი ისაც არ იცი ვის შესთხოვ და რას. რა ძალა აქვს მთელი გულით წაკითხულ "მამაო ჩვენო"-ს. შენ ახლა უსმენ რომელიმე ჰიტს, მე კი ვგრძნობ რომ ზღვაში უბრალოდ ფეხებს ისველებ, როდესაც მთის ძირში ვდგავარ და მწამს რომ დავლაშქრავ მას, რითაც გადავცურავ შენს ზღვასაც და გაგიკვალავ გზას. ყურსასმენებიდან წამოსული მანტრას ენერგია ერევა დილის თხოვნებს უფალთან, ზემოქმედებს ფსიქიკაზე და იმიტომაც შეშლილს ამოგეჩემა — "ჰარე კრიშნა!" და 'უფალო შემიწყალე!" რომლის არსი შენთვის ისეთივე მიუწვდომელია, როგორც ქოქოსის შეწირვა სპილოსთავიან მთავარსარდლისთვის, გამოცდების კარგად ჩასაბარებლად, ან ნებისმიერ ღამეს, შენს სახლამდე მიმავალ გზაში ქრისტეს ნაფეხურები, როდესაც მას ხელში ეჭირე, ან უბრალოდ მოგყვებოდა რომ დაეცვი მოულოდნელი ტკივილისგან. მიმაგრება: სურათი 1
| |
სულ კომენტარები: 0 | |