11:57 AM მე ვარ გზამე ვარ გზა. | მე არ გამაჩნია ბინები, ნომრები, შუქნიშნები.. ვმეგობრობ ცხოველების ნაბიჯებთან და მოძრავ, ჩამორჩენილ ხეებთან.. მე ვარ გზა და შენ ცდილობ სადმე გამიყავანო, როდესაც ვერ ხვდები, რომ არასდროს ვმთავრდები, უბრალოდ ვგრძელდები უსასრულოდ.. მე ვარ გზა, შენამდეც და შენს იქითაც. ჩემზე შესაძლოა ვინმემ ჩაიროს და ვიღაც გაჩერდეს. შენი გული ფანჯრებია წიგნში სანიშნივით მაგრამ დაკეტილი როგორც განძის სკივრი, მე კი ღია, როგორც მისი კუნძული, რომელიც უამრავ საინტერესო ისტორიას ინახავს. მე ვარ გზა. ჩემი ცხოვრებაა დრო, რომელიც არ ჩერდება ჩემსავით. შენ კი ხარ ქუჩა, რომელიც რამდენიმე ნაბიჯში მთავრდები, მაგრამ ჩემში უსასრულოდ ისახები, ან უფრო რომელიმე კორპუსზე წარწერა – აქ ცხოვრობდა საქართველოს ან მსოფლიო მასშტაბის ადამიანი. მე ვარ გზა და შენი მთელი ცხოვრების გავლა ღირს ჩემს სხეულზე ერთხელ დასაბიჯებლად, თუნდაც რომელიმე ქუჩის გადასასვლელად. მიმაგრება: სურათი 1
| |
სულ კომენტარები: 0 | |