4:03 PM
ორი გოგონა მეტროში / ori gogona metroshi
1.

ყვითელი, გვერდებში ოდნავ მოყავისფრო თმით,
ფეხებზე დადებული წითელი ჩანთით
დავინახე გოგონა.

არ ვიცი,
რა აწუხებდა მას,
სასწრაფოდ სჭირდებოდა საჭირო ოთახი და ითმენდა
თუ უბრალოდ განიცდიდა ადამიანთან ხორციელ დაშორებას,
მის სახეზე შევამჩნიე სულიერი უხმო ტირილი,
ცრემლები კი თითქოს თვალებს შიგნით ესხმეოდა..

2.

შემოვიდა ხელგამოწვდილი ბავშვი,
რომელსაც თავზე ხელი გადავუსვი.
მინდოდა მიმეცა
მცირე ზომის შოკოლადში ამოვლებული ორცხობილა,
ამოღება ვერ მოვასწარი,
რომ უკვე ვაგონის ბოლოში
სთხოვდა ხურდას მოზრდილ მამაკაცს
და შემდეგ გაჩერებაზე წამიერ გაქრა.

3.

ვიდექი კართან,
შევხედე იმ მოპირდაპირე მხარეს მჯდომ საყვარელ გოგონას
რომლის სევდიან სახეს მსუბუქი ღიმილი შეჰპარვოდა,
რომელიც მახსოვს, უკვე მესამე დღეა
და მჯერა, გამყვება ცხოვრების ბოლომდე,
თუნდაც მის შემდეგ, ვეღარ ვერასდროს ვიხილო..

4.

მივედი სახლში.
მაცივარიც ისეთი ცარიელი დამხვდა,
როგორც მციოდა ლექსის წერის დროს,
და ისევე,
როგორც გამათბო ტკივილიანი გოგონას მომღიმარმა სახემ.

ამოვიღე ის ორცხობილა პარკიდან
და პირველი ჩაკბეჩისთანავე ვიგრძენი თითქოს
იმ ხელგამოწვდილ პატარას ვუღეჭდი
ბავშვობის წლებს.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 531 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: siyvaruli, ბავშვი, sikvaruli, ტირილი, ckhovreba, leqsi, ორცხობილა, ხურდა, ლექსები, nika dzamiashvili, sitbo, leqsebi, გოგონა, Love, gogona, სიყვარული, მათხოვარი, guli, ლექსი, მეტრო, ნიკა ძამიაშვილი, ცხოვრება, თბილისის მეტრო, მამაკაცი, საჭირო ოთახი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar