2:42 PM
პანიკა
ალბათ,
არსებობს სხვა სამყაროებიც,
რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ,
აქვე ჩვენი ოთახის ჰაერში,
ერთი ხელის გაწვდენაზე,
რომლებიც გვიყურებენ
და ჩვენზე მეტი იციან ჩვენს შესახებ.

ზოგჯერ,
სიზმარში ვნახულობ ქალაქის რაღაც ადგილებს,
ვიღაც ადამიანთა სახეებს,
რომლებსაც ვერ ვცნობ,
ან შორეულ წარსულში მომიკრავს თვალი
ანდაც მომავალში ვნახავ მათ..

ზოგჯერ,
ქუჩაში უკნიდან ვგრძნობ რაღაც საშიშროებას,
გავიხედები და არავინ,
ვაგრძელებ გზას
და ან ბავშვის ნასროლ ქვას ავიცდენ,
ან ბინიდან რაიმე გადმოგდებულ ნივთს.

შესაძლოა,
დაგეცეს ფოთოლი ან ნიავმა ისე გაგიელვოს მხრებში ,
რომ იგრძნო ადამიანის შეხება,
გაკანკალდე და ადგილზე გაშრე.

ზოგჯერ,
პარალელური სამყაროს წარმომადგენლები
ტოვებენ საკუთარ კვალს,
ან დამტვრეული ჭიქით,
ან სიბნელეში ფანრიდან შემოსული ლამპიონის შუქზე
ან კერძოდ გულში,
სადაც იბადება შიში, მოიცვავს მთელ სხეულს
და გაგდებს პანიკაში.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 506 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ვერბლანი, ლექსები, ვერლიბრი, nika dzamiashvili, ლექსი, panic, პანიკა, verblani, ckhovreba, verlibri, tavisufali leqsi, leqsi, leqsebi, ცხოვრება, ნიკა ძამიაშვილი, თავისუფალი ლექსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar