2:46 PM პატიება იასზოგი უნებლიე შეცდომის გამოსასყიდად სისხლს გავიღებდი, | რომ შეიძლებოდეს მისით მორეცხვა, როგორც ხსნარითა და წყლით იატაკის გახეხვა და სადმე სამუდამოდ გადასხმა, საიდანაც გაფილტრული წყლის სახით, არავის მოუბრუნდება მსგავსი სიტუაცია და სახეზე შესხმით ვერ გაიხსენებს მას. არ ვიცი, თუ არსებობს ისეთი რამ რაც ცვლის ადამიანს ავიწყებს მისთვის მოყენებულ ტკივილებს, უეცარს მაინც.. მწამს, რომ არსებობს შენდობა, მიტევება და როგორც აღსარების ჩაბარების შემდეგ ადამიანი გრძნობს თავისუფლებას და ივიწყებს საკუთარ ცოდვებს, რომელიც შესაძლოა თვალცრემლიანი სინანულით აღაირა, ისე ძლიერ მსურს გამიგო თუნდაც ამ ნაწერით რის თქმას ვაპირებდი და რა გამომივიდა..
| |
სულ კომენტარები: 0 | |