3:58 PM
როდესაც ვინმეს უყვარხარ ...
გსიამოვნებს,
როდესაც შენზე წუხან,
როდესაც ვინმეს სტკივხარ.

აჩვენე ყველას,
რომ ძლიერი ხარ და აიტან ყველაფერს,
მხოლოდ იმიტომ რომ არ დასწყვიტო გული მათ,
ვისაც უყვარხარ,

რადგან შენ ნერვიულობ იმაზეც,
რომ გიწევს მათი გულისტკენა მძიმე ისტორიით,
მაგრამ თვითონ ვერ ხვდები,
რომ ამ დროს,

იკვებები საკუთარი მონაყოლი ტკივილებით
და დესერტად აყოლებ მსმენელის სითბოს,
ცრემლებს,
რომელიც ნებისმიერ თანხაზე ძვირია.

და მაინც,
გსიამოვნებს,
როდესაც შენზე წუხან,
როდესაც ვინმეს უყვარხარ.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 525 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: sikvaruli, tsukhili, nerviuloba, kvavili, cremli, leqsebi, tkivili, deserti, yvavili, ლექსი, cremlebi, tkivilebi, sitbo, siyvaruli, ckhovreba, ნიკა ძამიაშვილი, guli, ლექსები, nika dzamiashvili, leqsi, wuxili, siamovneba, Love, ცხოვრება, yvelaferi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar