8:20 PM
შეშლილის ჩანაწერები — დასაწყისიდან მცირე ნაწყვეტი (არც თავი არც ნაწილი, უბრალოდ შედარებით ყველაზე უინტერესო მონაკვეთი, მომავალი რომანიდან)
შეშლილის ჩანაწერები.

დასაწყისიდან მცირე ნაწყვეტი (არც თავი არც ნაწილი, უბრალოდ შედარებით ყველაზე უინტერესო მონაკვეთი, მომავალი რომანიდან)

მეცხრე წელია რაც უძილობა მჭირს და დღეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი ღამე დატვირთული უამრავი აზრით სხვადასხვა რამის შესახებ..
ხუჭავ თვალებს და ცდილობ ჩაძინებას, ხედავ ტვინის ნეირონულ კავშირებს, აკავშირებ ყოველთვის ნებისმიერ რამეს, იმას, ვისზეც ნერვიულობ და ვისზეც წუხარ, ნებისმიერი გზით, თუნდაც ჯაჭვს, შემდეგ ამირანს კავკასიონზე, შემდეგ სვავს, რომელიც გულს უჭამს, ღამე ყორანივით შავი, შემდეგ რაც შენზე მოქმედებს არა სასიამოვნოდ, ან გბოჭავს, გინდა ხატვა, ტილო არ გაქვს და გიწევს ძველ დაწყებულ ნახატს გადაახატო, ყველა მაღაზია დაკეტილია, სახლის მიტანის სერვისით, მხოლოდ საკვებია, რაც შენთვის არანაირ სიტუაციაში არაა პრიორიტეტი, გქონდეს ნატეხი პური და ერთი ვაშლი, მთავარია სკეტჩუქი, ტილო და ბლოკნოტი ლექსისთვის.. წარმოგიდგება ადამიანი, ვისთანაც მიდიხარ ფეხით, რადგან ტრანსპორტი არაა, მაქამდე ურეკავ და სთხოვ ტილოს, სთავაზობ ლუდს, თან გეშინია რომ ურთიერთობისას არა შენ დაავადდე არამედ შენ არ გადასდო წლოვანებაში შესულ ბებილოს, აქედან ებმევა ის აზრი რომ ის გაიზარდა სხვანაირად მოაზროვნე წყობაში და ნებისმიერი მსუბუქი ნაბიჯი საეკლესიო პირისგან ან ტაძრიდან წამოსულზე აკეთებს ჭიანჭველიდან სპილოს კომენტარის სახით, მაგრამ ისე ძლიერ გინდა რომ შეხვდე აღდგომას ტაძარში, გსურს წარმოიდგინო რომ ის გეხვეწება წავიდეთო და შენ იძულებული ხდები შეუზღუდო, გთხოვს, იქნებ ეს ჩემი ბოლო ზიარებაა, პირველს იხსენებ ადრე ნათქვამიდან რომ დედამისმა სოფელში ხუთ კილომეტრის მანძილზე მთაზე აიყვანა და წაიყვანა საზიარებლად.. და ტყუილად დახუჭულ თვალებს ახელ, იწერ პირჯვარს, გეშინია იმის, რისი წარმოდგენაც არ გსურს.. ყველაზე მძიმე დრამატული, სევდიანი, ცრემლიანი ფილმის სიუჟეტადაც კი.. მერე გრძნობ რომ ცხოვრება კინოფირივით ჩადის და ამ უინტერესო დღეებს რაში კლავს.. შემდეგ უბრუნდები წინა ან იმის წინა კადრებით ტაძარს, სადაც ვერ წარმოგიდგენია, რომ არ მოგიწევს ყოფნა.. იცი,გწამს, ვინც ეზიარება სულიერად და არა მხოლოდ გარეგნულად, მასზე როგორც 19 იანვარს ნათლისღებისას, ვინც რწმენით ცივ წყალში შედის, ვერ იკიდებს ფილტვების ანთებას, ასევე კორონავირუსიც არ გადაგივა ბარძიმიდან ამოღებული სისხლითა და ხორცით.. მაგრამ გეშინია ნებისმიერი რამის, მიედო ტაძრის კედელს, ფულს, ხატს, შემთხვევით ადამიანს ან .. იმ ხალხისაც ვინც როგორც წესი უმეტესწილად ფონს ქმნიან, როგორც გლადიატორს შერკინებაზე სისხლი იწვევდა ჟინს რომ ადამიანები შეკრიფა, გაეკეთებინათ შოუ, სანახაობა, ასევე ალბათ, ღმერთო მაპატიე, ნებისმიერ ადგილზე არის ის ხალხი, ვინც დადის მოდის ან ნებისმიერი სხვა რამის გამო.. მე არ ვთვლი თავს ვინმეზე მეტად.. და არა მხოლოდ უსაზღვროდ მსურს ტაძარში დასწრება, არამედ ვერ წარმომიდგენია თუ რა უნდა გავაკეთო სახლში. რა და უნდა დარჩე, ვიღაცის პასუხი.. და ასე.. ეს ყველა აზრი რაც შესაძლოა ათი წუთი ვწერდე, მოდის რამდენიმე წამში და ასევე მეხსიერებიდან იკარგება უამრავი სხვადასხვა აზრები.. გიელვებს, ის რომ ადრე სკოლიდან ფსიქოლოგთან იყავი ცალკე მისული დედასთან ერთად და ფურცლებზე იყო რამდენიმე ლაქა და რაღაც დამაკავშირებელი ხაზივით .. არ მახსოვს და რას ხედავო მკითხეს, იმდენი რამის თქმა შემეძლო, უბრალოდ არ მინდოდა შევმცდარიყავი, არ ვიცოდი საკუთარი სიტყვის ფასი და არ მქონდა ჩამოყალიბებული ის, რომ ჩემი აზრი სხვისას შესაძლო არ ემთხვეოდეს, მაგრამ ის ჩემი ხედვაა და ის ჩემში ისეთივე მართალი და ნათელია, როგორც დილა, რომელსაც ახლა ფანქრიდან შემოსული სინათლით ვგრძნობ. ახლა კი, როდესაც შესაძლოა რაიმე მსგავსი თვითონვე დავხატო, შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო, დავაკავშირო ორი ადამიანი, ან წერტილი ან ლაქა და შევქმნა ამაზე ლექსი, მოთხრობა, სრულყოფილი ნახატი და მას ექნება დიდი ისტორია.. მერე ვუფიქრდები, რომ რატომ ვურევ მესამე და პირველ პირს, ან მთლიანად ერთს უნდა გავყვე ან მეორეს და ამის წერისას მავიწყდება რაღაც სერიოზული აზრი, რომელმაც გამიელვა და მეთხრება ნერვები, არ მინდა, როგორც უამრავჯერ ნაცად ტყუილად დახუჭული თვალების სახით წავაგო მორიგი ბრძოლა და როგორც ხელი ჩავიქნიე და ვიფიქრე აზრი არ აქვს ტყუილად წოლას, ეს უამრავი წარმოსახული ფიქრები, რომელიც მიტრიალებს თავში უნდა რაიმენაირად დავწერო-თქო და უცებ რომ გამეთიშოს კომპიუტერი, და მოულოდნელად ვერ დავამახსოვრო ეს ტექსტი, რა უნდა ქნა.. შესაძლოა ბოლო ხმაზე ავიმყრალო პირი უეცარი მოულოდნელი იმ ემოციით, რისი დასახელებაც დამავიწყდა და უკვე მეთხრება ნერვები.. ამ ყველაფრის გაიგივება ადამიანთან, ბრძოლასთან, საკუთარი თავისუფლების შეზღუდვასა და დამარცხებასთან. შემდეგ ვდგები და უფალს ვთხოვ დედაჩემის, ბებიისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დიდხანს, ჯანმრთელად და ბედნიერად ცხოვრებას. იმ მომენტში არ ფიქრობ, თუ დღეში რამდენჯერ შესაძლოა ერთი და იმავე თხოვნით შეაწუხო უფალი, როგორც აღსარებაზე ჩაბარებული ცოდვის განმეორება, ან ნაბიჯის, რომელსაც ადამიანამდე მისასვლელად დგამ, მოჰყვება, მეორე, მესამე.. როგორც სუნთქვა, რომელსაც ასევე არ აქცევ ყურადღებას, თუკი არ გაგირთულდა და ვერ იტყვი რომ გეზარება ან მოგბეზრდა სუნთქვა.. შემდეგ სუნთქვის გართულებაზე ისევე მოდის აზრები ფილტვებზე, რადგან ქვეცნობიერში ბუდობს კორონას შიში, არა საკუთარი თავისთვის არამედ ნებისმიერი სხვისი ცხოვრებისა, რომლის სულის იმქვეყნად გასტუმრება შენი ნებაა არაა, განზრახ თუ უმეცრებით.. შემდეგ სიტყვა ფილტვები, გახსენდება რომ წინა კვირას უსმენდი რეგგის, მერე ისევ ხალხი, ბრბო, ვისაც ვერ აუხსნი, რომ რეგი არის ბრძოლა, სიმართლე, თავისუფლებისკენ ლტოლვა, მისწრაფება და როდესაც სამოქალაქო გაუგებრობა იყო და ბობ მარლი გამოდიოდა, მშვიდობაზე აწერდნენ ხელს, ანუ ეს არაა, უბრალოდ გავიღვიძე, მოვნახე ჩემი ძველი გახვრეტილი ბოთლი, წინა კვირას ნაყიდი შოკოლადიდან ფოლგა (არადა მართლა ვიყიდე შოკოლადი წინა კვირას) მწვანე და ბოლი.. არა.. და არა მხოლოდ საცეკვაო მუსიკა, რომელზეც შეგიძლია ნებისმიერი კუთხის ნებისმიერი ლექსი ან სიმღერა გადააკეთო.. რეგგი რაღაც სხვაა, როგორც რამდენიმე საბრძოლო ხელოვნება, არა მხოლოდ დარტყმა და თავდაცვა, არამედ მედიტაცია, ორგანიზმიდან ძალის გადანაწილება ერთ ხელში, სწორი სუნთქვა და ათასი რამ რაც სხეულის დამორჩილება, გონებრივი შესაძლებლობები და გავიწყდება რომ უკვა დიდი ხანია შეეშვი მოწევას, რომ სკამზე მაქვს დარჩენილი ერთი შეკეთებული თუთუნი და უცებ იცის ხოლმე გახსენება, თუნდაც გადასვლა, ფსიქოლოგი შესაძლოა აქამდე მიმხვდარიყო იმას, რომ სხვადსხვა შიშები გამაჩნია, მცირედით ცრურწმენებიც, რისი მსურს რომ არ მჯეროდეს, მითუმეტეს ღამეს და იმასაც მიხვდებოდა რომ ამის დაწერისას ქვეტექსტად იგულისხმება ის რომ მჭირდება მასთან საუბარი, ასევე იმ მცირდსაც რომ სმა და მოწევას კი ვირუსამდე დიდი ხანია შევეში, მაგრამ გამონაკლისსაც რომ არ ვაკეთებ, რადგან ისედაც მოსუსტებულ ორგანიზმს რომ მარტივად არ მოერიოს და ათასი რამ, რაც შესაძლოა წერის პერიოდში მავიწყდებოდეს.. საერთო შევამჩნიე ასეა, როდესაც უამრავი აზრი გაწვება და ვცდილობ გადმოვცე წინ ისინი გამოიწევენ, რომლებიც შედარებით თამამები არიან, და სერიოზული მოსაზრება რაიმის შესახებ ქრება თავიდან, ისევე როგორც ბავშვის ჩასახვა, ისევე როგორც ერთეულების გარდა, პოპულარული ხდება ყოველგვარი თამამი ნაგავი და სიკვდილის შემდეგ უკვე ხვდებიან იმათ ფასს ვინც რეალურად ღირსი იყო უკეთესი ცხოვრების, ვანგოგს დასცინოდა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ის რომ არა, არც კი ვიცი როგორ გავაგრძელო ეს დაწყებული ფრაზა, მაგრამ ახლა როგორ მოუხაზა რამდენიმე იმას, ვინც მასში ვერაფერს ამჩნევდა. ასეა.. აქედანაც იგრძნობა, თითქოს ჩემი სწრაფვა რაღაცისკენ, მესმის და ამ ფრაზაშიც მცირედი აზრი იდება, რასაც ახლა დავწერ, თითქოს ავღწერ უბრალოდ ჩემს ყოფას, დაახლოებით ნახევარ საათს, მაგრამ გაუთვალისწინებლად ვტოვებ პატარა საინტერესო ბომბებს და ამ სიტყვებზე ცოტა განწყობა მიკეთდება და მეღიმება.. ჰო, რისი თქმა მინდოდა.. ანუ როდესაც შენივე ნაწერს უკეთებ აღწერას, ახსნას, ვთვლი რომ მაშინ ფასეულობა იკარგება თუნდაც ლექსს და გინდაც ფერწერულ ტილოს, ისევე როგორც ათწლეულობით შენახული ვისკი და უბრალო ლარიანი ჩამოსასხმელი ლუდი..
უბრალოდ თითქოს ვიღაც მაიძულებს, რადგან მე არ ვარ სხვა საზოგადოების ნაწილი, სადაც გალერეები, ოპერა, თეატრი არაა ფასეულობა, მხოლოდ კვება, რომელსაც ჭამას ეძახიან და ისეთი ამაზრზენია, როგორც ცხოველის თქვლება და ესაა მათი სიამოვნება.. არა განათლებული არამედ მინიმალურად მაინც განვითარებული, მინიმუმ ზრდილობითა და საინტერესოდ მოსაუბრე ხალხის გარემოში მსურს არსებობა და მიწევს იქ, სადაც რაიმეს თუ ორაზროვნად იტყვი, ან უნდა დაუღეჭო ნათქვამი ანდაც შესაძლოა ვინმეს დანა მოგხვდეს თირმელთან ახლოს, რადგან შენ მისთვის კარგი გინდოდა, მანდ კი ვერ გაიაზრა ეს.. იმიტომაც საკუთარ აზრს ასე ვასაბუთებ, მითუმეტეს პროზაში, რადგან პოეზია, მითუმეტეს მინიმალისტური, სხვა მასისთვისაა.. ამ ფრაზის წერისას ხელში ამიფეთქდა მორიგი პატარ ბომბი, რის დამონტაჟებასაც ვაპირებდი მომავალ წიგნში, რომელიც შენთვის უკვე აწმყოა, რადგან ამას უკვე კითხულობ.. გამახსენდა მეზობელთან ერთად ბაშვობაში ბოლო კაპიკებს როგორ ვითვლიდით, რომ იმით ასაფეთქებლები შეგვეგროვა ახალი წლისთვის და მის შემდეგ კიდევ ერთი კვირა ვაფეთქეთ, ზოგი პატარა ხელშიც, თუკი ვინმე ახლა ამას კითხულობს და მოუვიდა ეს აზრი, გთხოვთ არ გაიმეოროთ, საკუთარივე ჯანმრთელობის დასაზღვევად, ახლა ისევ ექიმები წამში გამიელვა, ისევ ეს ვირუსი, ისევ კადრები როგორც მომტირალი ექიმების ისევე დენთისგან დაზარალებული ბავშვების და ისევ მავიწყდება რაღაც სერიოზულის თქმა, რადგან ამდენი უძილობით ვიზიანებ მეხსიერებას. აი, ახლა მიხარია, რომ ეს კვანძი, სულ შემთხვევით დავაკავშირე ერთმანეთს და ბოლოსკენ გასული იმისკენ მივედი, რითაც დავიწყე, ძილი, ახლა თითქოს მორიგი ტალღები მაწვება, მაგრამ ვიცი რომ აზრი არ აქვს მითუმეტეს რვა საათზე, ვერ დავიძინებ და არ მინდა ისეთივე დამარცხვებული ავდგე ლოგინიდან, როგორც უმიზეზოდ დაჩაგრული ადამიანი, სიკეთეზე ბოროტებით, ჩაკეტილობითა და თუ სევდიანობით შესაძლოა გადავსულიყავი მორიგ თემაზე, უბრალოდ ის გამახსენდა, რომ ბებია ადღე იღვიძებს, ისაც რომ მე ბევრს ვფიქრობ და ყვალეფერი იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე ნებისმიერი ჩემი გადადგმული ნაბიჯი და მას მოყოლილი უამრავი აზრი, აი, აისევ გადავედი სხვა თემაზე.. თუ ვინმე დაინტერესდა ამით, არანაირი ბალახი არ მაქვს მოწეული, დალეული, ჩაის არ ვგულისმობ, სხვანაირ ნახარშებს, უბრალოდ ასე, თავისით მომდის უამრავი სხვადასხვა აზრი და ვერ ვასწრებ ამის ყველას გადმოტანას, დაფიქსირებას.. მოკლედ, ახლა უნდა შევწყვიტო წერა, გავაკონტროლო რაიმენაირად ჩემი ფსიქიკამ, რომ არ გადავიწვა და უარესად არ გავერკო, ანუ გადავიდე ბებიასთან და რამდენიმე დღის წინ რაც ვურჩიე დილას და დაძინების წინ ლოცვები, ბოლო კვირის პერიოდში მაინც რომ წაეკითხა, ერთად წავიკითხოთ სრული ვერსია და არა მოკლე დაზეპირებული "ძილისაგან აღდგომილი გმადლობ.."-ის ნაცვლად.. მოკელდ დროებით, შევხვდებით მორიგ ნაწილში, რომელიც უკვე მაქვს დაწერილი და რეალურად ბევრად უფრო საინტერესოა, სიუჟეტურია, მოძრავია, ხალხთან ურთიერთობისა და მათგან მიღებული უამრავი განხილვა, ფიქრი, აზროვნება, ფსიქიკა, წარმოსახვა რეალური მოვლენებიდან გამომდინარე და ა.შ.. გმადლობთ ყურადღებისთვის!..
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 333 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: suntqva, fiqri, logini, dasakheleba, sheshlilis chanatserebi, azrovneba, balakhi, qvecnobieri, mshvidoba, შეშლილის ჩანაწერები, ufali, talghebi, Korona, simartle, dzili, nervebiu, locvebi, fsiqika, adamiani, nabiji, agsareba, azri, brdzola, tavisufleba, sevdiani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar