2:50 PM
თავისუფალი ლექსი ძაღლზე, ადამიანსა და ჭიანჭველაზე
მე თუ ძაღლს მივცემ მცირედ საკვებს,
ის სანამ მიხვდება რომ შესაძლოა ცოტა ჩემთვისაც დამეტოვა,
გამომყვება კუდის ქიცინით,
მის მერე, როდესაც დარწმუნდება,
რომ იძულებული ვარ
საჭმელი დავიტოვო მეორე დღისთვის,
მიხვდება რომ არ ვჭირდები
და წავა.

ასეა ხალხთან ცხოვრებაშიც,
მე თუ ვუტოვებ მთელ გულს ადამიანს,
მას იმდენ ულუფად ჰყოფნის,
რა წონასაც იკავებს ეს ორგანო
და არა იმდენად,
რა სიყვარულსაც იტევს..

ჭიანჭველას შეუძლია
ტანით ათრიოს თავის წონაზე ბევრად მეტი ტვირთი,
საკუთარ სახლთან მისულმა
შეისვენოს
და თავის მეუღლეს პირველი მოატეხინოს
ნამცეცის საუკეთესო ნაწილი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 756 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ლექსი, chianchvela, ნიკა ძამიაშვილი, adamiani, leqsebi, verblani, sikvaruli, თავისუფალი ლექსი, dzagli, ვერლიბრი, სიყვარული, verlibri, ლექსები, ჭიანჭველა, nika dzamiashvili, ძაღლი, ძილი, dzili, Love, ckhovreba, ადამიანი, siyvaruli, tavisufali leqsi, leqsi, ვერბლანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar