ჩემს ყველა საიდუმლოს ფურცელი ინახავს,
საიდანაც გიმჟღავნებთ
ყოველდღიურ ერთფეროვნებას
და თქვენს თვალებს
ვადევნებ საკუთარ ცხოვრებას.
Category: ლექსები | Views: 205 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

წლის ნებისმიერ დროს..

ყველას სჭირდება
საკუთარი თოვლის ბაბუა,

ან
იმის იმედი მაინც..

რომ
ის
არსებობს!..
Category: ლექსები | Views: 226 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მწველი სიცხეა.
ვდგავარ ხის ჩრდილში.
ქარმა გამოანათა.
შევამჩნიე ცარიელი ბოთლი..
Category: ლექსები | Views: 244 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ჩემი დუმილი არ ნიშნავს შენს დავიწყებას.
ყვირილი კი შენთან ყოფნის სურვილს.

შესაძლოა,
არასდროს ვიყო შენს გვერდით,
მაგრამ ყოველთვის მიყვარდე.
Category: ლექსები | Views: 224 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

როდესაც ჩემს გვერდით ხარ,
გიყურებ და ვდუმვარ.
არ ვიცი რა გითხრა.

ვუსწრაფებ ფეხს და შენ მომყვები.
ვჩერდები და შენც.
ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო,
მაგრამ ორივე ვდუმვართ.

შენს გვერდით,
ვკარგავ საკუთარ თავს,
შენ კი ვერ მპოულობ.
Category: ლექსები | Views: 229 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მივედი დედიკოსთან.

გადაღლილი ტელევიზორს მიუჯდა,
სადაც რაღაც მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გადიოდა.

მივუჯექი გვერდზე.
ჩავკიდე ხელი.
ვიგრძენი მისი გულისცემა.

შევხედე მას -
შევამჩნიე სითბო
და ჩამეძინა...
Category: ლექსები | Views: 251 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

მაინტერესებს,
სად მიდის ჩვენი ცხოვრება,
როდესაც ჩვენ მას ვკარგავთ.
Category: ლექსები | Views: 210 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ვკვდები.

საკუთარ თავს არ ვიცნობ,
სხვისას მითუმეტეს.

ჩემმა ყვირილმა გაჟღინთა
ბინის კედლები,
მაგრამ ხმა,
ჯერ კიდევ ფანჯრებს იქით
ვერ გასცდა.

ალბათ,
მართალი ვიქნები თქვენს წინაშე,
გამიგებთ
და დამიჯერებთ,
მაშინ,
როდესაც დავტოვებ კვალს ქუჩაზე,
ჩემი აივნიდან.

მჯერა,
"კა-სან-დრა"
ჩემს ძარღვებშია
და კივის.
Category: ლექსები | Views: 262 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

ხმელეთის ჩიტო,
შენ ვერასდროს იფრენ ცაში.

შენი ცხოვრება ისეთივე სიცრუეა,
როგორც ღიპიანი პოეტის ლექსი შიმშილზე.

ვხვდები,
შენ ჩემსავით შესცქერი ჭერს
და ოცნებობ,
რადგანაც ფიქრობ,

რომ ცხოვრებაში არაფერი დაგრჩენია,
ამაზე მეტი.
Category: ლექსები | Views: 205 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

იცი, რომ ეს გულიც
უფრო მეტს მოითმენს.

არ გინდა,
გჯეროდეს..
ტკივილით ერთობი.

მარტო ხარ
და გინდა,
ვინმე რომ მოვიდეს.

კაკუნი კარებზე
არ ისმის თვეობით.
Category: ლექსები | Views: 248 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-19 | Comments (0)

« 1 2 ... 19 20 21 22 »