არ დაუჯერო ადამიანს,
რომელიც დანახვისთანავე სიყვარულს გიხსნის.
არ დაუჯერო ადამიანს,
რომელიც ქუჩის შესამოკლებლად პარკის გადასვლით
რამე ამობურცულზე მუხლს მოიდრეკს
და პირჯვარს იწერს.
არ დაუჯერო ადამიანს,
რომელსაც თვალს ვერ გაშორებს
და მზერით გადმოგცემს სითბოს,
რომელიც ნებისმიერ სიტყვაზე ძვირფასია.
არ დაუჯერო ადამიანს,
ვინც ბოლომდე გაიხსნება შენთან, ჩემსავით,
თუნდაც ცუდი არაფერი მინდოდეს შენთვის.
ჩემნაირი არავინაა,
მსგავსი ალბათ რამოდენიმე.
არ დაუჯერო ადამიანს,
რომელიც გპირდება უზომო სიმდიდრეს
არაფრის ფასად.
არ დაუჯერო ადამიანს,
რომელმაც შეგაცდინა, დაგაწვინა ლოგინზე
და შენ მხოლოდ იმის იმედით ხარ მის გვერდით,
რომ მუცლით ატარებ მასთან სიახლოვის მიზეზს.
მე არასდროს მოგატყუებ,
შეგიძლია მენდო, რომ არანაირი იმედი არ გაგიცრუვდება,
მაგრამ თუ შიში გამოძრავებს
და ვერ ბედავ,
არც მე დამი
...
კითხვის გაგრძელება »