2016 წელს ქალაქ თბილისში, ლიტერატურული მუზეუმის თეატრში გაიმართა ჩემი ცხოვრებისეული საღამო, "როცა მზე ჩავა" სადაც წავიკითხე საკუთარი ლექსები და სცენაზე ისე მოვაწყე, როგორც ვცხოვრობ, რასაც განვიცდი და როგორიც ვარ.
ამ საღამოს მოწყობაში მხარში ამომიდგნენ ჩემი მეგობრები, უბრალო და გენიალური პოეზიისა და უბრალოდ აზროვნების მატარებელი ადამიანები, ნიკა ჩერქეზიშვილი და ლაშა მარგიანი. საღამომ ნორმალურად ჩაიარა. ეს კი არის ერთერთი კადრი, რაც შემომრჩა იმ დღიდან..
|
იყო წარსული, რომელიც მახსოვს შეძლებისდაგვარად. პირველი კლასიდან მოყოლებული მორცხვი და ჩუმი ბავშვი ვიყავი. არ მახსოვს რამდენი წლის და მერამდენე კლასში ვიყავი ალბათ მეორე ან მესამე, მაგრამ მახსოვს რომ ვხატავდი და მოეწყო ქალაქ რუსთავის მეორე სკოლაში ჩემს კლასში ჩემი ნახატების გამოფენა, ბავშვებისთვისა და მასწავლებლებისთვის და თუ მშობლებიც იყვნენ, არ მახსოვს, იყო ლიმონათი და ნამცხვრები. დღემ მაშინ ჩაიარა, როდესაც ერთი საყვარელი გოგონა გამოიქცა დედაჩემისკენ და მას თვალებგაბრწყინებულმა უთხრა, რაღაც ამის მსგავსი, რომ აღფრთოვანდა ჩემი ნახატებით, ეს სახე და სიტყვები დედაჩემს ალბათ უფრო ნაკლებად ახსოვს, ვიდრე მე მაქვს წარმოდგენილი. გადის კიდევ რამოდენიმე წელი და ისევ ვხვდებით სხვა სკოლაში. როდესაც სკოლაში ზიხარ, ზარის დარეკვისას, იღებ პატარა სათამაშო მანქანას და გაგორებისას — გამომგორებელიმხოლოდ შენი მარცხენა ხელია, გარეთ კი დარბიან ბავშვები და ხმაურობენ. გიხარია და უღიმი მას, ვინც მოულოდნელად მოვა შენთან და გამოგიგორებს მანქანას ვინც გაგრძნობინებს, რომ მა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ხადას ხეობა, მცირე ხნით შევისვენეთ და გადავიღეთ ფოტოები. khadas kheoba, mcire khnit shvisvenet da gadavighet fotoebi.
წინა პლანზე მე ვდგავარ რაღაც ნაგებობის ქვებზე, რომელიც ფოტოს შემდეგ ჩამოინგრა და ლამის ფეხი გადამიტრიალდა. ჩემს უკანა ფონზე კი იმყოფებიან მაგარი კაი ძმა-ბიჭები — ნიკა ჩერქეზიშვილი, გიორგი ხეცურიანი, ლაშა მარგიანი, დიმიტრი ჯამაგიძე, დაჩი ფაჩულია.
ფოტო გადამიღო — ვასილ ხურციძემ.
|
ნიკამ თქვა — ჩვენს წინაპრებს აქ თუ ამხელა ლოდები ამოჰქონდათ, ცხოვრობდნენ და შემდეგ ციხეებში ათენებდნენ ღამეებს, ჩვენ ის, მაინც უნდა შევძლოთ, რომ საკუთარი თავები ამოვიყვანოთ!..
მე კი ასე მიხარია — ღვთის მადლით, საქართველოსა და საკუთარი, მთებივით უსრული სურვილის დასაკმაყოფილებლად, ჩვენ შევძელით, დავლაშქრეთ!
მე ვარ ყველაზე უკან, გადაღლილი, ფეხებს ძლივს მოვათრევ, აღარაფრის თავი არ მაქვს და ბევრჯერ მითხრეს, რომ უკან გავბრუნებულიყავი, ჩავსულიყავი, მაგრამ არ დავნებდი, რაღაცა იყო ჩემში, რომ უნდა ბოლომდე ავიდე, მთის ყველაზე მაღალ წერტილში ...
ფოტოზე ასევე არიან — დიმიტრი ჯამაგიძე, ნიკა ჩერქეზიშვილი და ვასილ ხუციშვილი.
|
|