რკინიგზის სადგური,
მატარებლის წასვლის ხმა.
ცარიელი ბოთლები.

სირცხვილი ხელის გაშვერის
და იმავე ხელის თავისუფლება სხვის ჯიბემდე.
ჯართის შეგროვების პუნქტები.

ლუდით სავსე პლასტმასის ბოთლების დაცლა.

ინტერესი ერთჯერადი შპრიცების,
ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს.

ახალი შემოსული კომპიუტერული თამაშები —
სონიზე - ქრაში, დენდიზე - მარიო.

კარგ ვარიანტში,
დილა — შუადღე — საღამო —
მარილდაყრილი პური, კარტოფილის პიურე, წყალწყალა სუპი.
ხორცის გადამამუშავებელ მანქანას (კუჭს)
ედება მტვერი და სჭამს ჭანგი.

გაქცევის სურვილი!

ცხოვრებამ მოგვტეხა ფრთები,
რომლის არსებობა არც კი ვიცოდით
და რომც გვცოდნოდა — ვერ გავუფრთხილდებოდით,
რადგან არ უსწავლიათ ჩვენთვის,
რადგანალბათ მათაც არ ასწავლეს,
რადგან ალბათ ვინმეს არ აწყობდა ჩვენი ფრენა,
რადგან უნდა გვეტკეპნა —
სხვისი ათასგზის გადატკეპნილი მიწა.

ასევე ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 714 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-09 | Comments (0)