რა გინდა ნიკუშა?
სითბო და სიყვარული სუფევდეს ჩემში და ასევე გადავდო ყველას და მათაც მიიღონ, ოღონდ მე არ დამაკლდეს და არ გავცდივდე.
მინდა ჩემს გვერდით გოგონა, რომელიც მიყურებს ხელს ჩამკიდებს და არაფერს მეტყვის.
მინდა ხელჩაკიდებული ვუყურო მას, მესმოდეს მისი ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ასევე ვგრძნობდე მის გულისცემას.
მინდა მასთან ერთად ვიხეტიალო რუსთავის ქუჩებში, ეზოებში, სკერებში თუ პარკში.
მინდა ხელში აყვანილმა ჩავიხუტო და ..
მინდა ზეთის საღებავები, მინდა ტილო, რაზეც დავატავ, მინდა მალე გაიყიდოს ჩემი რომელიმე ნახატი მაინც, რომ ორი კაპიკი მაინც მქონდეს, რითაც მომიწევს შემდეგი ნახატის დახატვა, რომელზეც იქნები გამოსახული შენ.
ვინ შენ?
შენ, ვინც მინდა იყო ჩემი შვილის დედა.
შენ, ვინც მინდა გესმოდეს ჩემი.
შენ, ვისთვისაც მინდა მე ვიყო ის, ვისაც დაეყრდნობი, დაღლილი თავს დამადებ მხარზე, ჩაგეძინება და მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით გაიღვიძებ.
მინდა წიგნის გამოცემა, რადგანაც ჩემი ლექსები უნდა გადამეთარგმა რუსულად ელენა მ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 715 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-10 | Comments (0)