9:51 PM * * *რკინიგზის სადგური, | მატარებლის წასვლის ხმა. ცარიელი ბოთლები. სირცხვილი ხელის გაშვერის და იმავე ხელის თავისუფლება სხვის ჯიბემდე. ჯართის შეგროვების პუნქტები. ლუდით სავსე პლასტმასის ბოთლების დაცლა. ინტერესი ერთჯერადი შპრიცების, ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს. ახალი შემოსული კომპიუტერული თამაშები — სონიზე - ქრაში, დენდიზე - მარიო. კარგ ვარიანტში, დილა — შუადღე — საღამო — მარილდაყრილი პური, კარტოფილის პიურე, წყალწყალა სუპი. ხორცის გადამამუშავებელ მანქანას (კუჭს) ედება მტვერი და სჭამს ჭანგი. გაქცევის სურვილი! ცხოვრებამ მოგვტეხა ფრთები, რომლის არსებობა არც კი ვიცოდით და რომც გვცოდნოდა — ვერ გავუფრთხილდებოდით, რადგან არ უსწავლიათ ჩვენთვის, რადგანალბათ მათაც არ ასწავლეს, რადგან ალბათ ვინმეს არ აწყობდა ჩვენი ფრენა, რადგან უნდა გვეტკეპნა — სხვისი ათასგზის გადატკეპნილი მიწა. ასევე არ დაგვინდო არავინ, გვიხმარა ყველა, განურჩევლად სქესისა და წლოვანების — "ვინც ვერ გავმდიდრდით ან ვერ გავლოთდით". გვასწავლა რომ არსებობს ოცნება. მე დამიტოვა მხოლოდ იმედი უფლის და ვერშემდგარი მედიტაციის, რადგან ხელი მოვაწერე ფურცლის ბოლოს, რომ ჩემი გონება არ ითიშება. მივხვდი — ყველაფერს საკუთარი ოფფლით უნდა მიმეღწია, მე კი ვერაფერს მივაღწიე, მხოლოდ ცივად შემაშრა ტანზე და გავცივდი. მსურს გადავუფრინო გავლილ წლებს, რადგან უბრალოდ სალამის გულისთვის, პასუხად დავკარგე გოგო, რომელიც მიყვარდა სამი წელი და ახლაც კუდი აქვს მოქნეული. და მაინც, როდესაც ვხედავ მას იმავე ტაძარში, სხვასთან — მიხარია მისი ბედნიერება. და მაინც, ნეტავ შემეძლოს, ერთჯერადი, თხუთმეტთეთრიანი წებოთი გავიმრთელო ფრთები და შევძლო გავუგო დილას. დილით რაზე საუბრობენ ჩიტები — ჩვენ რომ ჭიკჭიკს ვეძახით. დაე, ვინც შემორჩით მეოცნებენო და ვისაც არ დაგიკარგავთ იმედი, გაშალეთ ფრთები და იგრძნობთ, რომ.. მე ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები.
| |
სულ კომენტარები: 0 | |