5:23 PM
* * *
ღამის სამი საათია.
მოვუკიდე სიგარეტს
და სადარბაზოს ნაცვლად ჩავედი გარეთ.

მოწმენდილი ციდან
სადაც არ ჩანს იმედად არცერთი ვარსკვლავი,
ეშვება გრილი წვეთები.

ვზივარ ეზოს სკამზე და ვუყურებ ლამპიონს.

ვიხედები ქვემოთ
და ვგრძნობ,
კატას შესცივდა.
ეძებს საქანელებისა და სასრიალოების ქვეშ თავშესაფარს.

გვერდით გამიარა ლეკვმა,
რომელიც ალბათ ეძებს მშობლის სითბოს
და ცდილობს გაჰყვეს
გვერდზე ეზოდან ძაღლის შეწუხებულ ყეფისმგვარ ძახილს.

თუთის ხის ფოთლებიდან წამოსული ცრემლი
მეცემა სხეულზე.

ფილტვები მევსება სუფთა ჰაერით.
ვიღებ ღვთაებრივ სიამოვნებას.

დამავიწყდა სახლიდან გასვლის მიზეზი..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 678 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: wvima, leqsebi, nika dzamiashvili, knuti, tavshesafari, leqsi, tsvima, lekvi, poezia, fotoli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar