12:26 PM
* * * (გავედი გარეთ. შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა, რომელიც გალოთდა..)
გავედი გარეთ.
შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა,
რომელიც გალოთდა.
პურის საყიდლად დამაკლდა ხურდა.
დაიხურა მაღაზია,
სადაც გამყიდველი და მფლობელი ერთი ადამიანი იყო
და ბებიასავით ვუყვარდი.
ძმაკაცი თვითან-თვემდე ვერ კვებავს მეუღლეს და ბავშვს.
.
ქუჩის ძაღლი, რომელსაც რამდენიმე წამით მოეფერები,
კუდის ქიცინით გაცილებს სახლამდე,
იმ იმედით რომ რაიმეს მიუგდებ,
ადამიანებიც ვემსგავსებით მათ,
მხოლოდ იმედით ვცხოვრობთ.
.
დღევანდელი დღეც უარყოდ —
ერთფეროვანია..
უფლის ანაბარა დარჩენილი მთელი ქვეყანა
ჰგავს იმ ნაგავსაყრელს,
საიდანაც ვხედავთ რომ უნდა დავახვიოთ,
მაგრამ წყლის ონკანი, საპონი და საპარსი არსაით ჩანს.

.

2017 წ.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 309 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ნაგავი, იმედი, ადამიანი, არაყი, ბებია, ონკანი, ანაბარი, მაღაზია, მფლობელი, მოფერება, საპონი, ლოთი, გამყიდველი, ქუჩის ძაღლი, ბავშვი, ძაღლი, უფალი, პური, ქვეყანა, ნაგავსაყრელი, საპარსი, უნარშეზღუდული, ახალგაზრდა, კვება, მეუღლე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar