11:04 AM
* * * (ბავშვობიდან რაც მახსოვს, არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს, ყოველთვის მქონდა იდეა...)
ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს,
ყოველთვის მქონდა იდეა,
ახლა კი პირიქით —
ვცდილობ ვიმოქმედო, რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.

გავიზარდე მაშინ,
როდესაც დავკარგე ბავშვობის ოცნებები
და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში.

მე მაშინ შევამჩნიე დაბერება,
როდესაც ახალგაზრდობამ გვერდით ჩამიარა
და ვერ მოვასწარი გაღვიძება.

მე ყოველთვის ვკვდებოდი,
როდესაც ვივიწყებდი უფლის არსებობას.

ვგრძნობ,
ტანჯვითა და უსამართლობით სავსე ცხოვრების გავლაც ღირს
რამდენიმე ნათელი წუთისთვის,

რომელიც
ჩემში დავიწყებული სიზმარივით ტრიალებს,
სადაც,
დაბინდული სილუეტები ეხვევიან ერთმანეთს
და სთხოვენ —
არ გაახილონ თვალი.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 372 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: leqsi, ocneba, ckhovreba, bavshvi, martivi, ocnebebi, ioli, natela, tvalebi, usamartloba, akhalgazrda, ertmaneti, tvali, cxovreba, ufali, sizmari, smarti, nateli, ShiShi, siluetebi, bavshvoba, sibere, shuqi, bavshvebi, skhivi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar