0:06 AM
ხადას ხეობა — მეგობრებთან ერთად ლაშქრობა! ( მთაზე ასვლა )
ნიკამ თქვა — ჩვენს წინაპრებს აქ თუ ამხელა ლოდები ამოჰქონდათ, ცხოვრობდნენ და შემდეგ ციხეებში ათენებდნენ ღამეებს, ჩვენ ის, მაინც უნდა შევძლოთ, რომ საკუთარი თავები ამოვიყვანოთ!..

მე კი ასე მიხარია — ღვთის მადლით, საქართველოსა და საკუთარი, მთებივით უსრული სურვილის დასაკმაყოფილებლად, ჩვენ შევძელით, დავლაშქრეთ!

მე ვარ ყველაზე უკან, გადაღლილი, ფეხებს ძლივს მოვათრევ, აღარაფრის თავი არ მაქვს და ბევრჯერ მითხრეს, რომ უკან გავბრუნებულიყავი, ჩავსულიყავი, მაგრამ არ დავნებდი, რაღაცა იყო ჩემში, რომ უნდა ბოლომდე ავიდე, მთის ყველაზე მაღალ წერტილში ...

ფოტოზე ასევე არიან — დიმიტრი ჯამაგიძე, ნიკა ჩერქეზიშვილი და ვასილ ხუციშვილი.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ფოტოები | ნანახია: 665 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: მთები, მთა, khadas kheoba, ლაშა მარგიანი, მხოლოდ მთებშია თავისუფლება, ხადას ხეობა, ნიკა ჩერქეზიშვილი, ნიკა ძამიაშვილი, mxolod mtebshia tavisufleba, xadas xeoba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar