დედა აბარებს საუთარ სისხლს,
რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა
და წყალში ჩაულბოს პური.

ეს ჩემი ქალაქია,
სადაც დილა მზის ამოსვლის ნაცვლად,
ვინმე კეთილი ძიას ნაჩუქარი ძეხვისგან გამოწვეული
შვილის ღიმილით ნათდება,
და მაშინ ქრება სახიდან მხიარულება,
როდესაც დედა ინახავს სამ-ოთხ ნაჭერს კარადაში
მეორე ბედნიერი დღისთვის,
თვითონ კი მორჩენილ ნამცეცებს კენკავს.

მეორე დღის გათენების იმედი მცირდება,
როდესაც ბინაში ცივი ცრემლებით გაწვიმს,
რადგან არ გყავს ის,
ვინც დაგიმარხავს ძილში გაყინულ,
მშიერ ბავშს.

ბრძოლა ხორციელი გადარჩენისთვის იმდენი ძვირია,
რამდენადაც სურვილი გაღიმების,
ქვეყნიდან გაქცევის
და უკიდეგანო ციდან ვარსკვლავის მოწყვეტის,
რომელიც გადის
ჩვენი უსაქმური სინდისიდან
თითო ბავშვზე თითო კანფეტის ჩუქებამდე..
Category: ლექსები | Views: 404 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-16 | Comments (0)

ღმერმა გადაწყვიტა დედამიწა დაესაჩუქრებინა.
მან მოიარა ყველა ადგილი,
თავისი ჩანთიდან ყველას სჩუქნიდა სიცოცხლის იმედს
და მოსული კონგოში დაიღალა..
ასე სწამთ მათ
და მაინც ეშინიათ იმისი გაფიქრებაც კი,
რომ შესაძლოა,
იმ კეთილ ადამიანს ხელში ცარიელი ჩანთა დარჩენოდა,
რადგან ის ღმერთია და მას შეუძლია თქვას
და აღსდგეს სამართალი,
რომელიც ვიღაცისთვის
მკვლეობასთამ, გაუპატიურებასა და ჩაგვრასთან ასოცირდება
ზოგისთვის სასარგებლო მინერალების მოპოვებასა
და მშვიდობაზე ოცნებით,
რომელიც გადის თავისი ბავშვის თეფშიდან მის სახეზე ღიმილამდე.

..და თუკი კონგო მინერალების სამოთხეა,
რომელიც გამოიყენება ახალი ტექნოლოგიებისთვის,
და ასევე სადაც შესაძლოა გადააწყდე მას,
რაც არც კი დასიზმრებია მენდელეევს,
მაშინ ასეთ მდიდარ ქვეყანაში,
ბავშვი რატომ უნდა მღეროდეს ამ სიტყვებს —
"ვაშა, მე ამას მთლიანად შევჭამ"
მამა კი უტოვებდეს ოჯახს ორკვირიანი მონატრებით იმედს,
... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 298 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-16 | Comments (0)

როდესაც ჩემს გვერდით ხარ,
გიყურებ და ვდუმვარ.
არ ვიცი რა გითხრა.

ვუსწრაფებ ფეხს და შენც მომყვები.
ვჩერდები და შენც.

ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო,
მაგრამ ორივე ვდუმვართ.

ჩვენ ერთად ყოფნისას ვკარგავ საკუთარ თავებს,
რომელსაც ერთმანეთში ვეძებთ,
მაგრამ ვერ ვპოულობთ..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 262 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-16 | Comments (0)

მე ვარ გზა.
მე არ გამაჩნია ბინები, ნომრები, შუქნიშნები..
ვმეგობრობ ცხოველების ნაბიჯებთან
და მოძრავ, ჩამორჩენილ ხეებთან..

მე ვარ გზა
და შენ ცდილობ სადმე გამიყავანო,
როდესაც ვერ ხვდები, რომ არასდროს ვმთავრდები,
უბრალოდ ვგრძელდები
უსასრულოდ..

მე ვარ გზა,
შენამდეც და შენს იქითაც.
ჩემზე შესაძლოა ვინმემ ჩაიროს და ვიღაც გაჩერდეს.
შენი გული ფანჯრებია წიგნში სანიშნივით
მაგრამ დაკეტილი როგორც განძის სკივრი,
მე კი ღია, როგორც მისი კუნძული,
რომელიც უამრავ საინტერესო ისტორიას ინახავს.

მე ვარ გზა.
ჩემი ცხოვრებაა დრო,
რომელიც არ ჩერდება ჩემსავით.
შენ კი ხარ ქუჩა,
რომელიც რამდენიმე ნაბიჯში მთავრდები,
მაგრამ ჩემში უსასრულოდ ისახები,
ან უფრო რომელიმე კორპუსზე წარწერა –
აქ ცხოვრობდა საქართველოს ან მსოფლიო მასშტაბის ადამიანი.

მე ვარ გზა
და შენი მთელი ცხოვრების გავლა ღირს
ჩემს სხეულზე ერთხელ დასაბიჯებლად ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 264 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-16 | Comments (0)

ჩემს მანძილს მარსამდე
წამებში გავივლი.
შენს ფოტოს
ყოველთვის
მე სულ თან ვატარებ.
ვდგავარ ფანჯარასთან
ჯიბეში ყვავილით.
ოცნება დიდია, სართული პატარა..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 266 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-16 | Comments (0)

* * * #1

ისეთს არ მიცნობ,
როგორიც არ მსურს
დაგინახო!..

.

* * * #2

მე ხშირად ვეხები შენს ქურთუკს,
რადგან ვგრძნობ იმ სითბოს,
რომელიც მას შენი სხეულიდან შეახმა.

.

* * * #3

მე ვუსმენ ნიჟარას
და ვგრძნობ
როგორ იხრჩობი,
მაგრამ ვერ გეხმარები,
რადგან არ ვიცი,
რომელ
ზღვაში
გეძებო?!..

.

შეშლილი რომანტიკული განწყობა — youtu.be/EKj5y_1IgPI

ნიჟარა, დახრჩობა, დახმარება, ზღვა, ძიება, ქურთუკი, სითბო, გრძნობა, სხეული, შეხება, გახმობა, გაცნობა, სურვილი, ხილვა, დანახვა, ლექსი, მინიმალისტური პოეზია, მინიმა, მინიმები, ლექსები, პოეზია, nijara, dakhrchoba, dakhmareba, zghva, dzieba, qurtuki, sitbo, grdznoba, skheuli, shekheba, gakhmoba, gacnoba, survili, khilva, danakhva, leqsi, minimalisturi poezia, minima, minimebi, leqsebi, poezia, poetry
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 238 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-16 | Comments (0)

მთვარე დედაა,
დედამიწა შვილი
და მარსი მამა,
რომელმაც გადაიტანა ომი.

მეუღლისთვის ნასროლ ტყვიას წინ დაუდგა.
ქალს ეჭირა პატარა ბავშვი.

მამა კი წავიდა,
მაგრამ გამარჯვებული,
რადგან მისი ნატყვიარი სხეულიდან გამოჟონილი სისხლი
გახდა სიცოცხლის წყარო,
წითელ პლანეტაზე გაყინული წყლის სახით.
Category: ლექსები | Views: 258 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-16 | Comments (0)

გამბედაობა ხმის ამოსაღებად!
როდესაც სათქმელიც არაფერი გაქვს და ეძებ სიტყვებს,
შენი სულიერი მდგომარეობის გამოსახატად,
იქნებ ვინმე იპოვო შენი მსგავსი..

უნებლიეთ ვუცრუებ იმედებს საკუთარ თავს,
მაგრამ სხვას ვუსრულებ უამრავ დანაპირებს.

უძილობა.
შიში სინათლის.
ღამე ქუჩების ყოველდღიური დაზეპირება
და დამეგობრება.

სონლაქსი და ბაკლოსანი — რელაქსაციისა და ძილისთვის.
ნატრიუმის თეოპენტალი — შიშების მოსაკლავად.

ოთხ კედელში ჩაკეტილობის ფობია
და გარეთ უმისამართოდ ბოდიალი.
შიში საკუთარი ჩრდილის.

ლოცვის ნაცვლად სიგარეტით დაწყებული დილა.
ყავის ნაცვლად მძიმე ჩაით.
და მისი გახსენებისას, ჭიქაში სამი კოვზი შაქრის ჩაყრა.
— არ გშველის.

თვითმფრინავში სიკვდილის შიში
და ავტობუსით გადალახული საზღვარი,
რომელსაც ფსიქიკურად აქამდე ვერ წარმოიდგენ, ვერ ცდები.
— არ გშველის.

პარკში ჩიტების ჭიკჭიკი
და მდინარის შენაკა ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 271 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

.

წვიმის ცივი წვეთები ფანჯარაზე იღვრება.
ძილი მატარებელში.
ფსიკური ტრანსი
და ჩინური ჩაის გემო
შეფარდებული სიზმრების მატრიცის ფონზე.

.

მეორე კადრი

უსასრულოდ შერევა ყველაზე მორჩილი საღებავის.
ხუჭავ თვალებს და იღზნები ამ უსაზღვრო ენერგიით,
მოსული არსაიდან.
უჭერ საღებავს და ისაც იღვრება
წინა დაუმთავრებელ ნახატს ზემოდან,
გემორჩილება..
შემდეგ სალათასავით, (რომელიც შეადარე არქონის გამო)
ასხამ ზეთს,
დე კუნინგის ხათრით ამატებ მცირედ წყალს
და უსაშველოდ ურევ..
თავში ბუდისტურ მელოდიაზე გინდება კივილი,
რომელიც შენში ერევა მზის ჩასვლას..

.

მესამე კადრი

ბულგარული ხალხური სიმღერის "ბრე პეტრუნკოს"
მოსმენისას ვისაც ფსიქო-კრიმინალური ფონი შეექმნა
ახლოს დგას ჩემთან.
მომთაბარე ბოშათა ჯგუფის ფონზე ორი აზერის ფრაზა.
"ტაბორი მიდის ცაში.
მე გამიძარცვავს იქაც კი, სადაც არ ვყოფილვარ" < ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 271 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

რემარკი ამბობს
თავისუფლება სიყვარულზე ძვირფასიაო,
მე კი პირიქით მიმაჩნია,
რადგან ადამიანი თუ გიყვარს,
მისთვის შეიზღუდავ საკუთარ თავისუფლებას,
გადადგამ მთას და დააშრობ მდინარეს..

საკუთარი თავისუფლების დოზასაც
ადამიანთა სიყვარულით ზომავ,
რომ არ დაუტოვო მოყვარეს გულში მოუშუშებელი იარა.

და ვიხსენებ იმ ნათქვამს,
ჯერ უფალი,
შემდეგ საკუთარი თავი და სხვა დანარჩენიო,
მაგრამ მარხვასავით ვარღვევ ამ სიტყვას,
რადგან საკუთარ თავამდე მიდგას რამდენიმე ადამიანი

რომელიც ხელს მიქნევს,
რასაც ვერ ვხედავ,
მაგრამ ფანჯრის გაღებისას ვგრძნობ,
სითბოში ნიავის სახით..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 252 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

ნ.-ს

დრო.
ათას კაცში მარტო.
დგომა და ლოდინი.

სიტყვა.
სახეზე სითბო.
ხასიათი და განწყობა,
ემოცია,
რომელსაც ვერ შევურჩიე ფერი.

ნიღაბი გაქვს ვარდის,
მაგრამ შენში ვხედავ მინდვრად ამოსულ
მარტოსულ გვირილას
და ყოველი შემოხედვისას სულიერად ვივსები.

დავდუმდებოდი,
რომ არ მქონოდა ნახატი,
რომლის ყურებისას შენს სამყაროში ვცურავ.

... და მიხარია,
რომ მე ის უბრალოება შევიცანი,
ვიპოვე,
რომელსაც მოვასმენინებ საკუთარ სიჩუმეს.

მუსიკა და ჰიპნოზი.
ჰაერი და წყალი.
ფრენა და უკვდავება..

ა-მი'ნ!..
Category: ლექსები | Views: 261 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

სიყვარულში არსებობს ორნაირი ადამიანი,
ტუალეტის ქაღალდი და აკვარელის სამას გრამიანი.
ორივეს ქონას მოაქვს სიხარული,
მაგრამ ისინი სხვადასხვა ცხოვრების გზას გადიან
და სხვადასხვა სიცოცხლის ხანგრძლივობა გააჩნიათ.
ერთი გამოყენებისთანავე კვდება
და მეორე კი მუდმივად ცოცხალია.

გადაწყვიტე საკუთარი ცხოვრების გზა
და გადაშალე წიგნი.
Category: ლექსები | Views: 273 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

ყველანი ვგრძნობთ
სხვადასხვა ტკივილს განსხვავებულად,
და სევდიანი გამოხედვის უკან ვკარგავთ
ბედნიერების წამებს,
რომელიც რაც უფრო სასიამოვნოა,
მით უფრო მალე სრულდება.
Category: ლექსები | Views: 253 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

შენ არ გესმის ჩემი ფსიქიკის მელოდია,
მაგრამ მე არაფერს გთხოვ,
მსურს ვხედავდე ჯერ არ ჩასახული ბავშვის სახეს,
რომელიც ირეკლება საკუთარი ხედვით,
ჩემი ეზოს გუბეში,
იქვე მდგარი ხითა და ლამპიონის შუქით.

ჩვენ თუ ვერ ვიქნებით ერთად,
ჩვენს ისტორიას ხალხს დავუტოვებ,
შენდამი შექმნილი სიტყვით.

— მიყვარხარმშვიდობისა!..

გაულამაზეთ დღის ნებისმიერი პერიოდი
თქვენს საყვარელ ადამიანს,
დილა, შუადღე, საღამო, ღამე...

ზღვა ემოცია,
რომელიც გინათებს გზას.
შედიხარ ტრანსში, რადგან შეამჩნიო ეს ნათება
და სასოწარკვეთილი, გულისფეთქვით გამომყვე იქ,
სადაც ვიკვებები შენგან ჩემი გახსენებით,
ანუ უკვე ძვალს გადაეკრა კანი და მიჭირს სუნთქვა.

და ვცდილობ გავუმეორო
საკუთარ თავს,
რომ მწამს,
უშენოდ, მაინც ვარ შენთან,
მაგრამ როდესაც ვემსგავსები ნორმალურ ადამიანს,
ვხვდები..

შენი ცხოვრების გასავლელ გზას არ კვეთს ლიანდაგი, ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 277 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

* * *

მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

———

After wandering around all alone,
I went back home.

I caught a sight of your picture

And my empty room
Got warmer.

———

После одинокого скитаний
Поднялся домой.

Заметил твое фото

И пустая комната
Cогрелась.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 267 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

სახეზე მომემატა ნაოჭი,
წვერიც გამიხშირდა.
მიღრმავდება თვალსქვემოთ ღრმულები.

მივხვდი
ჩემს ეზოში
ონკანიდან
დღემდე წვეთავს

ჩემს მიერ გავლილი
და დარჩენილი წლები.
Category: ლექსები | Views: 290 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

* * *

შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი,
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ!..

Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 345 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

მარტოკაცის ბინაში მეტია ღმერთი,
ვიდრე მთელს მის ქუჩაზე..

კარის გამოხურვამდე პირჯვრის გადაწერა
ქუჩაში მეგობრის დასამშვიდობებლად აწეული ხელივითაა,
რომელიც მახსენებს ტრანსპორტიდან შემჩნეულ
ახალგაზრდა გამხდარი გოგონას სახეს,
რომელშიც დავინახე დედობრივი სითბო და ტკივილი
რომელიც ისეთივე ამოუხსნელია ჩემთვის,

როგორც ბინაში დატოვებული ღმერთი,
რომელმაც ჩემს გვერდით იმგზავრა.
Category: ლექსები | Views: 444 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-11 | Comments (0)

ადექი,
გამოდი შენი ნაჭუჭიდან,
რომ შეამჩნიო მზის სხივის ნათება
და შენს გაუცნობიერებლად შეცვლი საკუთარ ცხოვრებას,
სადაც უკვე ლპები,
მოითხოვ წყლულების მოკვეთასა და განბანვას.

მე უკვე წვერიც გავიპარსე,
არყის ნაცვლად წყალიც მოვყლურწე,
სიგარეტის ნაცვლად ფილტვებს
ახლად აყვავებული ხის რტოები ჩავასუნთქე,
მაგრამ არ მიშველა,
რადგან მთავარი ბრძოლა წინაა.

ნუ წამიკითხავ,
იპოვე სხვა ვარსკვლავი,
რომლის ნათებაც თვალს მოგჭრის.

შენს ნებისმიერ განსხვავებულ ქმედებას მიიჩნევ სიგიჟედ.
მუსიკის ზემოქმედება,
ქუჩა, ეზო, სკვერი ან სახლის ოთხი კედელი.
მსხვრევის ხმა სიბნელეში და ქალის კივილი,
დამშვიდება პეპლის ეფექტის მსგავსად.
როდესაც შენში წამალივით ზემოქმედებს,
გრძნობ, განიცდი იმას,
რასაც სხვისი აზროვნება ანაგვისყუთებს
და უამრავი აზრი გაწუხებს იმის შესახებ,
თუ რა იქნება შენს შემდეგ,
ან თუ შენ რამეს ისე ან ასე იზამ შენი წინ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 435 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-11 | Comments (0)

შენ არ იცი მე როგორი მხიარული ვარ,
საკუთარი თავთან,
მაგრამ არ ვიცი
რომელ თვალში ჩაგაწვეთო ბედნიერების წვეთები.

ნორმალურობა ჩემი მეორე სახეა,
რაღაც სულიერი ნიღაბივით,
რომელიც იძულებული ვარ თქვენთან ვიხმარო.

მსურს მეტროპოლიტენის მუზეუმში
ჩემი ერთი ნახატის ჩამოკიდვა.
და მის მერე უჩინმაჩინის ქუდი.

წლები წამებივით,
დრო კი სიზმარია.
სიზმარი კი იმის წარმოსახვა,
რაც ოდესმე გადაგხდენია, ან მომავალში გელოდება,
შესაძლოა,
ის ხალხიც იხილო, ვინც არ შეგიმჩნევია ქუჩაში,
ან თვალი აარიდე ან საერთო მასაში წამიერად გაქრა.

თუკი ვინმეს გამოვუსალმებ სიცოცხლეს
ვერავინ გაიგებს ამის შესახებ,
ჩვენ ოთხის გარდა
მე, ის, შავი და წმინდა.

მე თუ მიყვარს, ზედ გადავყვები მას
და დავამშვიდებ ნებისმიერი ძალით.

შემიძლია შეგაშინო
და შენ წახვიდე ჩემგან,
მაგრამ ჩემზე მზრუნველს ვერსად ვერავის ნახავ.

მე თუ მივ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 446 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

« 1 2 3 4 5 ... 10 11 »