0:46 AM მხატვრობა და ნახატების რეალიზაციის საჭიროებამოგესალმებით მე, ნიკა ძამიაშვილი. | მე სკოლის პერიოდიდან ვხატავდი, ბევრს მოსწონდა ჩემი ნახატები, ახლა კი, რაც სერიოზულად მოვკიდე მხატვრობას ხელი, დაიწყო დიდი ხარჯები, რასთანაც გამკლავება რეალურად არ შემიძლია, თუკი არ მივმართე რეალიზაციას. შესაძლოა, არ ვიყო პროფესიონალი, აი, მაგალითად, შემიძლია ვუყურო გოგონას ან ქალის ფოტოს და მისგან გამომდინარე ენერგიამ დამახატინოს ხე, ყვევილი, მთა, ზღვა ან რაიმე აბსტრაქტული ნახატი. მე უფრო ვანიჭებ უპირატესობას ხასიათის დაჭერას, ვიდრე ზუსტ, ფოტოს მაგვარ მსგავსებას, ალბათ, იმიტომ რომ არ ვარ პორტრეტისტი, არა, არ ვერჩი მათ, რადგან მათ როგორც რეალიზმი, ისევე ბევრია, რომელიც არა ცივად გადმოაქვს ფოტოსავით ნახატი, არამედ ეტყობა, ჩანს მასში სულიც, უბრალოდ ყველა თავისას ხატავს და თავისი გზა აქვს. ასევე ვხედავ გამოხედვას, გრძნობებს, განცდილ სითბოსა და ა.შ.. დიდი სიამოვნებით, ჩემს ყველა ნახატს დავიტოვებდი ჩემთვის სახლში და ვისიამოვნებდი მათი ყურებით. მე არ მიყვარს წუწუნი, უბრალოდ იძულებული ვარ, რადგან ამ მომენტისთვის სამუშაო არ გამაჩნია, საღებავებიც და ტილოც ჩემთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კომუნალურის დაახლოებით 15 ლარი და ორი-სამი დღის მინიმალური საკვებიც (არ მინდა დავკონკრეტდე) რომ გიჭირს იშოვო. მივიღე ალბათ ამ ცხოვრებისგან ასეთი გადაწყვეტილება, როგორც ნებისმიერი მხატვარი, თავისი სიცოცხლის მანძილზე შესაძლოა სულ რამდენიმე ნახატი ისაც უმეტესობას რაღაც გროშებზე გაეყიდა, რომ ისევე სამხატვრო ინვენტარი შეეძინა, ასევე მეც, იძულებული ვარ გავყიდო ჩემი ნახატები, თუნდაც მინიმალურ ფასად. ვაპირებ ვეწვიო ქალაქ ბათუმს, არ ვიცი ჯერ როგორ და რა საშუალებით, უბრალოდ მაქვს დიდი სურვილი, რომ დავჯდე ბულვარში, ან სადმე ახლოს, სადაც გამოივლის რამდენიმე ჩემსავით გროშების მთვლელი დამსვენებელი, რამდენიმე მდიდარი ბიძია და ვინმე უცხოელი, ვისთვისაც ჩემს ნახატზე დადებული მინიმალური თანხა მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და შეძლებს რამდენიმეს ერთად შესყიდვას, რითაც უზრუნველყოფს ჩემს იმ ან მის მეზობელ ქალაქში, ვგულისხმობ ქობულეთში ჩემს იაფფასიანი ბინის ერთი ოთახში ღამის გათენებას, ჰიგიენასა და თავის მოვლას. მე, როგორც ჩანს რუსთავში უბრალოდ ვერ ვხედავ გასაქანს, ხატვით ორი კაპიკის შოვნისა, ანუ მე ეს არ მინდა ხელოვნება ვაქციო ბიზნესად, არც დიდ ფულს ვითხოვ და რამე ცენტრს რამდენიმე სართულიან შენობას, სადაც რამდენიმე მხატვარს დავიქირავებ, ისინი ასწავლიან და მე მათ ხელფასს გადავუხდი და მოგება დამრჩება ან რავიცი რაიმე სხვა ტიპის ფულის მომგებიან ხლაფორთებს. მე ის ადამაინი ვარ, რომელიც არა გაყიდვის მიზნით ეძებს რა დახატოს, არამედ რაც მასშია, ის გადმოაქვს ფურცელზე და როგორც ჩანს, არა მხოლოდ პოეზია ანუ წერა, არამედ ხატვაც აღმოჩნდა რომ ჩემი ცხოვრებაა, უბრალოდ არ შემიძლია არ ვწერო და არ ვხატო. მე ვმუშაობდი სხვადასხვა მძიმე სამუშაოებზე, 130-იდან 300 ლარის ჩათვლით, სხვადასხვა დროს.უბრალოდ ახლა ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს, რომ მძიმე ტვირთი ვზიდო ან რაიმე მაგდაგვარი შევასრულო. ვიცი, უამავი მხატვარი, რომელიც არათუ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, არამედ სიცოცხლეშივე, შედარებაც არაა, იმასთან, თუ რა მცირედ, მაგრამ მაინც შოულობდა თავის სარჩენ თანხას და უკვე ძალიან გავწელე ეს თემა და რეალურად, შესაძლოა თქვენთვის მკითხელო, ვინც შესაძლოა საძიებო სისტემიდან შემთხვევით მოხვდით, დამწყებითო მხატვრებო, გეგონათ რაიმეს ისწავლიდით გაყიდვის მხრივ, გიხდით ბოდიშს, ამხელა თქვენთვის უაზრო ტექსტის წაკითხვისას დაკარგული დროისთვის. რავიცი აბა, წარმატებები თქვენ, მეც და ყველას, ვისაც კეთილი გული აქვს და ეს სჭირდება. ღმერთი თქვენკენ, ჩემკენაც და ყველა მათკენ, ვინც გვიყვარს და ვუყვარვართ!!! <3
| |
სულ კომენტარები: 0 | |