2:41 PM ნიკა ძამიაშვილი და პატრისია კაასიმე და ჩემი საყვარელი ფრანგი მომღერალი Patricia Kaas. | 2014 წელი. ფოტო გადაღებული არის თბილისის საკონცერტო დარბაზის, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი კონცერტის დასრულების შემდეგ.. პ.ს. — მე მას ვაჩუქე ერთი წერილი, რომელშიც ეწერა ის, რომ არასდროს არავისი ფანი არ ვყოფილვარ, უბრალოდ შეხედულობით, სიმღერითა და რაღაცით, თუნდაც ერთ კინოში მონაწილეობით "And Now... Ladies And Gentlemen... / ეხლა კი, ქალბატონებო და ბატონებო...", ვხედავ თქვენში ადამიანს და იმიტომაც არ მსურს თქვენი დაკარგვა, თუ რაღაც მაგდაგვარი შინაარსის მქონე ფურცელი გადავათარგმნინე ჩემს მეზობელს ფრანგულად და კონცერზე ვაჩუქე, ყვავილების დიდ შეკვრასთან, ბუკეტთან და ცალკე ამოვაპრინტერე ჩემი ლექსი მასზე მიძღვნილი, მისივე ფოტოთი და გამიხარდა, როდესაც 30 წამიდან 1 წუთამდე გამოდიოდა უკვე ბოლო სიმღერების შესასრულებლად სხვადასხვა კაბით, სანამ შევიდოდა ფარდებს უკან, კულისებში, იქამდე დავინახე რომ დაიწყო კითხვა ნაწერის და შემდეგ 3 წუთამდე არ გამოჩენილა, ალბათ სრულად წაიკითხა და ლექსიც ვინმემ გადაუთარგმნა-თქო და ბოლოს გამოვიდა და იმღერა უკანასკნელი სიმღერა. ხალხი დაიშალა და მე კითხვით გავიგე, რომ შენობის მეორე მხრიდან უნდა გამოსულიყო, იქ შუშებიდან იშვიათად გამოანათებდა ხოლმე ის როდესაც სადღაც, რომელიღაც ოთახებში შედიოდა, გამოიცვალა, ნორმალურ გამოსასვლელი, სასიარული, ჩვეულებრივი ფორმით და დაახლოებით ნახევარი სააათი დასჭირდა ამ ყველაფერს. იქ ერთი ქართველი ქალი იყო, სხვა, არ მახსოვს რომელი ქვეყნიდან ჩამოსული, რომ დასწრებოდა კაასის კონცერტს. როგორც იქნა გამოვიდა და მე დამასწრო რამდენიმემ, მაგრამ მაინც მოვახერხე და გადავიღე ეს ფოტო, რაზეც დიდად მოხარული ვარ, რომ მომიხერხდა. მაგრად მიყვარს და დიდ პატივს ვცემ პატრისიას. იმედია, ოდესმე, კიდევ სადმე შევხვდებით. მიმაგრება: სურათი 1
| |
სულ კომენტარები: 0 | |