5:34 PM
საუბარი საკუთარ თავთან
რა გინდა ნიკუშა?
სითბო და სიყვარული სუფევდეს ჩემში და ასევე გადავდო ყველას და მათაც მიიღონ, ოღონდ მე არ დამაკლდეს და არ გავცდივდე.
მინდა ჩემს გვერდით გოგონა, რომელიც მიყურებს ხელს ჩამკიდებს და არაფერს მეტყვის.
მინდა ხელჩაკიდებული ვუყურო მას, მესმოდეს მისი ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ასევე ვგრძნობდე მის გულისცემას.
მინდა მასთან ერთად ვიხეტიალო რუსთავის ქუჩებში, ეზოებში, სკერებში თუ პარკში.
მინდა ხელში აყვანილმა ჩავიხუტო და ..
მინდა ზეთის საღებავები, მინდა ტილო, რაზეც დავატავ, მინდა მალე გაიყიდოს ჩემი რომელიმე ნახატი მაინც, რომ ორი კაპიკი მაინც მქონდეს, რითაც მომიწევს შემდეგი ნახატის დახატვა, რომელზეც იქნები გამოსახული შენ.
ვინ შენ?
შენ, ვინც მინდა იყო ჩემი შვილის დედა.
შენ, ვინც მინდა გესმოდეს ჩემი.
შენ, ვისთვისაც მინდა მე ვიყო ის, ვისაც დაეყრდნობი, დაღლილი თავს დამადებ მხარზე, ჩაგეძინება და მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით გაიღვიძებ.
მინდა წიგნის გამოცემა, რადგანაც ჩემი ლექსები უნდა გადამეთარგმა რუსულად ელენა მალიშევასთვის, რომელიც ბებიაჩემის მეგობარი იყო და მეც დიდ პატივს მცემდა, ასევე მეც მიყვარდა და ვერ მოვასწარი, მერე მის შვილს ვუთხარი, რომ სანამ წავიდოდა რუსეთში, იქამდე უნდა მიმეცა მისთვის წიგნი, შესაძლოა სრულად არ ყოფილიყო რუსულად, მაგრამ რაღაც ნაწილი, 20-30 გვერდი მაინც იქნებოდა. არ ვიცი, არ მინახავს დიდი ხანია ის ადამიანი, სამწუხაროდ არც ვიცი, სადაა და როგორ, მაგრამ არც მე მაქვს წიგნი, რადგან რამდენიმე გამომცემლობამ უარი მითხრა, მსგავს პირობაზე, რომ თვითონ გაეყიდათ და ჩემთვის მცირე წილი მოეცათ და ხუთი ცალი ეჩუქათ. ადრე ვაკეთებდით, ახლა მხოლოდ პროზას ვბეჭდავთ მასე, პოეზიას აღარო.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო იმ წიგნშიც მთავარი თემა შენ იქნებოდი, და ხარ კიდეც, შენ, რომელიც გიწამე და მიყვარხარ საკუთარ თავზე ბევრად ძლიერ, მაგრამ შენ გამოხედვა კი არ გსურს ჩემთან, გინდა დამავიწყდე, გინდა ჩაქრეს ჩემში ცეცხლი და ისევე უბალოდ სადმე შემთხვევით ოდესმე თუ შევხვდებით გამარჯობით შემოვიფარგლოთ. მე კი ეს არ შემიძლია და თუკი ჩვენ სხვადასვა ოჯახი გვექნება, ასევე ბავშვებიც, რომლის დედა არ იქნები, შენ, მე, რა თქმა უნდა ის ჩემი მეუღლეც მეყვარება ძლიერ, მაგრამ მხოლოდ ფიქრებში თუ ვუღალატებ ერთი-ორჯერ. რადგან არ ვიცი რა და როგორ და რანაირად იქნება მომავალში, მაგრამ მე შენ მიყვარხარ და სხვა არაფერი არ ვიცი.
ეს არაა მოთხრობა, თხზულება, ან რაიმე ლიტერატურული ნაწარმოები, ეს არც კითხვა-პასუხია, არც ინტერვიუ საკუთარ თავთან და არც უბრალოდ საიტზე დადებული პოსტი, შესაძლოა, უკეთ ჩამომეყალიბა ყოველი სიტყვა, მაგრამ ეს არის ის რაც ვარ, როგორც ვცოცხლობ და რასაც ვაკეთებ და აქაც ყველაფერი ისეა დაწერილი, როგორც მე ვსაუბრობ, დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, უბრალოდ ვამბობ იმას, რაც მადგება ენაზე.
თვალზე კი ყოველთვის შენ იქნები.
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 719 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: სითბო, სიყვარული, ნიკა ძამიაშვილი, ბავშვის აღზრდა, მე შენ მიყვარხარ, ჩახუტება, დედა, გამარჯობა, ბედნიერება, შვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar