10:35 AM შეგიძლიათ ცოტა განიტვირთოთ, წაიკითხოთ ეს ტექსტი და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფილმი, ასევე დააკომენტარეთ თქვენი საყვარელი კინორაიმე ისეთი განსხვავებული ფილმი მინდა, ტკივილიანი, აი, რომ რაიმე შედევრი დამახატინოს, ან რაიმე დამაწერინოს თუნდაც, ოღონდ არა იმიტომ რომ დავხატო ან დავწერო, შეიძლება რაიმე ფილმს უყურო და რაიმე შემომეხატოს, ან შემომეწეროს, მაგრამ ბევრად უფრო მძლავრს ვუყურო და არაფერი განვიცადო, ანუ ან ბუნებით, ან სახის გამომეტყელებით და რაიმით არ იმსჯელოთ, კაი ხედები და რამე, აი, როგორა-ვთქვა, წინა რომ დავპოსტე ფილმი-პოეზია-თქო, ერთმა ავტობუსის მძროლ-პოეტზე, მეორემ თვითონ ფილმს ჰქვია პოეზია და მსგავსი რამეები დამიპოსტეს, რაც მახსოვს და.. აი მე მაგალითად, ჩემთვის ფილმი პოეზია, არის "and now.. ladies and gentlemen", "ზამთრის ძილი", "პიჯაკი", ასევე "ბიჭი ზოლიანი მაისურით" და კიდევ რამდენიმე... ჰო, ოღონდ თხოვნაა, არ იყოს ებრაელებზე და ხორცვაზე, ომზე, სისხლზე, აუ, ამ თემაზე გამახსენდა ერთი ფილმი, მამა რომ არწმუნებს შვილს, რომ ეს თამაშია, რომ თუ დაიმალება და ხმას არავის გასცემს მთავარი პრიზი, თუ ყველაზე ემტი ქულა ექნებათ და გამარჯვებულებს ტანკს აჩუქებენ და იქ დედა რომ შეაჯდება იმ მატარებელს, და ორივემრომ იცის ორივე იქაა, არ მახსოვს რა ქვია მაგ ფილმს, ძალიანმიყვარს, სახელი ამისა მომწერეთ, ვინც იცანით, მაგრამ ახლა ამას ვერ ვუყურებ, ჩემი გულისთვის დიდი დარტყმა იქნება, მცირე რაღაცას ძლიერ განვიცდი, მოკლედ ფილმი-პოეზია დაახლოებით, პირველი ორი რაც ჩამოვთვალე, იმის მსგავსი ფილმები, ჩამოწერეთ კარგი? | პ.ს. - კაცი მსახიობებიდან ედრიენ ბროუდი, პიანისტი და სხვა ნებისმიერი ფილმი.. მაგარია!!! ქალებიდან - რაღათქმაუნდა მონიკა ბელუჩი მალენადან აუ, ის ფილმიც მაგარია, ოჯახი რომ ისვენებს და უცებ უზარმაზარი, უშველებელი ტალღები ამოვარდება და დედას ერთ შვილთან ცალკე, მამას მეორესთან ცალკე რომ მოისროლებს და იქ დედა რა მაგრად თაამაშობს და ყოველ წამს რომ გგონია წავა იმქვეყნად, აი, იმან ვერ შეამნია, ის აცდა, იმან გადაუხვია და გარტყავს ყოველი წამი, და ბოლოს რომ მაინც დედ-მამა და შვილები რომ ნახავენ ერთმანეთს და იქამდე რამდენი დაიღუპება, ერთი მომენტია, წავიდეთ ეს გადავარჩინოთ, ბავშვი თუ მოზრდილი არ მახსოვს, თუ არა, შეიძლება შევეწიროთო არა უნდა ვქნაო, თუ რაღაცა მაგდაგვარი დედამ უთხრა მგონი შვილს, აუუ, რამხელა პოსტია. მოკლედ დაპოსტეთ, უსერიოზულესი ფილმები..
| |
სულ კომენტარები: 4 | |
| |