1:16 AM
* * *
რა მელოდება ხვალ,
ისევ მომავალი ოცნებები შეეწირება
იმედის აუსრულებლობას
და ყელში მომიჭერს თოკივით ყრუ ტირილი

თუ სითბო გამინათებს გზას
რომელზეც ხელჩაკიდებული წყვილი გაივლის,
რისი დახატვის სურვილი გამიჩნდება,
სახლში მისულს კი თითებისა და თვალების გარდა
არაფერი მემახსოვრება.

მაპატიე სულო,
რადგან გიწევს ამხელა სხეულის ზიდვა.
მაპატიე გულო,
რადგან გიწევს ამდენი ტკივილის ატანა.
მაპატიე ხელო,
რადგან გიწევს ამდენი არაფრისგან რაღაცის დაწერა.
მაპატიეთ თქვენც,
ვინც კითხულობთ ჩემს ლექსებს და გულზე გხვდებით,
ორივეს გაგვაჩნია რაღაც საერთო..

არ ვარ კარგად,
მაგრამ არც ცუდად ვარ.

ერთმა თქვა —
"ჯობია ხალხს ვენდო და გამიცრუვონ იმედი,
ვიდრე არავის ვენდობოდე"

და ბოლოს..

მსურს დაძინება.
უბრალოდ ძილი
გამოღვიძების გარეშე..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 642 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ტირილი, ტივილი, სხეული, nika dzamiashvili, leqsi, tkivili, skheuli, ლექსი, ნიკა ძამიაშვილი, tirili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar