5:30 PM
* * *
სულიერი მდგომარეობა.
კოღოების ბზუილი
დაჩაძინებამდე კბენის მოლოდინი.
მოსაბეზრებელი, ყელში ამოსული ყოვლდღიური რუტინა.
იმედი მეორე დღის, რომ უკეთესი იქნება დღევანდელზე.

ჩემი ღამეები ყოველთვის ეზოდან ქუჩისკენ გადის,
საიდანაც ფეხით ვპოულობ
ასფალტამდე სამ ნაბიჯში ხის ძირს,
რაზეც ყოველი გასვლა-გამოსვლისას
ორივე ფეხსაცმლის ძირით ვდგები რამდენიმე წამით
და ვაგრძელებ გზას.

გუშინ უცხოეთიდან მონატრებული მეგობარი ჩამომივიდა.
მინდა ხელის ჩამორთმევა
და საუბარი მასთან.

დღეს..
მეორე მეგობარი მეუღლესთან და ბავშვთან ერთად
იყვნენ ჩემს ეზოში.
ჩვენ ვსვამდით ლუდს. ბავშვები ერთობოდნენ.
დავიშალეთ.
დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
მივტრიალდი სახლისკენ. მივუახლოვდი სადარბაზოს
და ისინი იქ აღარ დამხვდნენ.
თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში
და ის განცდა არ ვიცი სიტყვით როგორ აღვწერო.

უმეტესწილად
ჩვენდა საუბედუროდ და გაუთვითცნობიერებლად
თვითონ ვიმრუდებთ საკუთათარ გზებს,
ვიქმნით დამატებით საქმეებსა და პრობლემებს.
გამოსავლის ძიების ნაცვლად კი
მონოტონურად ვასრულებთ ცხოვრებას.

შემთხვევით,
თუ საკუთარი ქუჩის რომელიმე ხეზე წამიკითხე,
ან გვერდით ჩამიარე და მიცანი,
მოდი მომიახლოვდი.
გამაცერე.
მომესალმე.
გამიღიმე.
არ ვარ ექიმი,
მაგრამ მსურს გჯეროდეს ჩემი რომ გადაგარჩენ.
ჩამეხუტე.
მე გაჩუქებ სითბოს
და მწამს რომ ამით არ გავცივდები,
რადგან შენიდან ავიღებ სასიცოცხლო ძალას,
რომლის დამუხტვითაც ვეცდები
შენს სევდაშეხორცებულ სახეს ვაჩუქო
ერთი ღიმილით მეტი.

ყოველი დღე
ტკივილების დამარცხებით ვიძენ ძალას,
რისი გადამუშავების შედეგადაც ვიღებ სიყვარულს,
რომელსაც ვუპირისპირებ სამყაროს სიავეს
და ზოგჯერ,
თუკი რამე სითბო მრჩება,
ვცდილობ
მცირე პურის ნატეხივით გავინაწილო
მეორე დღემდე..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 700 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: megobari, sitbo, leqsebi, chakhuteba, nika dzamiashvili, nabiji, salami, eqimi, poezia, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar