0:33 AM
ისტორია ჩემი საყვარელი კლასელისადმი სიყვარულზე
იყო წარსული, რომელიც მახსოვს შეძლებისდაგვარად.
პირველი კლასიდან მოყოლებული მორცხვი და ჩუმი ბავშვი ვიყავი.
არ მახსოვს რამდენი წლის და მერამდენე კლასში ვიყავი ალბათ მეორე ან მესამე, მაგრამ მახსოვს რომ ვხატავდი და მოეწყო ქალაქ რუსთავის მეორე სკოლაში ჩემს კლასში ჩემი ნახატების გამოფენა, ბავშვებისთვისა და მასწავლებლებისთვის და თუ მშობლებიც იყვნენ, არ მახსოვს, იყო ლიმონათი და ნამცხვრები.
დღემ მაშინ ჩაიარა, როდესაც ერთი საყვარელი გოგონა გამოიქცა დედაჩემისკენ და მას თვალებგაბრწყინებულმა უთხრა, რაღაც ამის მსგავსი, რომ აღფრთოვანდა ჩემი ნახატებით, ეს სახე და სიტყვები დედაჩემს ალბათ უფრო ნაკლებად ახსოვს, ვიდრე მე მაქვს წარმოდგენილი.

გადის კიდევ რამოდენიმე წელი და ისევ ვხვდებით სხვა სკოლაში.
როდესაც სკოლაში ზიხარ, ზარის დარეკვისას, იღებ პატარა სათამაშო მანქანას და გაგორებისას — გამომგორებელიმხოლოდ შენი მარცხენა ხელია, გარეთ კი დარბიან ბავშვები და ხმაურობენ. გიხარია და უღიმი მას, ვინც მოულოდნელად მოვა შენთან და გამოგიგორებს მანქანას ვინც გაგრძნობინებს, რომ მარტო არ ხარ. ესევე ვიგრძენი იმხელა დიდი სითბო, რომ სიტყვები არ მყოფნის და გულმაც როგორ დაიტია, ახლაც მიკვირს.

გადის რამოდენიმე წელი, სწავლობ ან უბრალოდ დადიხარ სხვა სკოლაში,
ვერ ივიწყებ იმ გოგონას და როცა რაიმე საგანი გიცდება მიდიხარ იმავე ოთახში, გეუბნება დარაჯი, რომ ეს კლასი უკე წავიდა, გული გწყდება, ჩადიხარ ქვემოთ და წიწვოვანი ხის მარადმწვანე გამონასხამით უკეთებ ქარისკენ გადახრილი ხეს და აგაქვს, უდებ მის მერხზე, როდესაც ტრანსპორტის ნაცვლად ფეხით გამოხვედი ორ ქუჩას და მესამეზე შეუხვიე, იმისთვის, რომ ზოგჯერ იებით ასულიყავი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ავსულვარ და დავსწრებივარ მათ გაკვეთილს, ზოგჯერ ის იჯდა მერხთან, მაგრამ ხალხში ვერაფერს ვეუბნებოდი, ზოგჯერაც კი არ იყო მოსული სკოლაში, უმეტესწილად კი მხვდებოდა გასული მთელი კლასი.

გადის კიდევ ერთი წელი და ის გადადის სხვა სკოლაში.
მე ერთხელ მქონდა იმისი ბედნიერება, რომ გამეცილა სახლამდე, თუნდაც უაზრო საუბრებითა და უნაყინოდ, უბრალოდ სტიმოროლის, ან დიროლის ან ორბიტის ან უბრალო ტურბო ან ლავ იზის კევის შეთავაზებით. — მთავარია, მახსოვდა მისი ეზო, არ ვიცოდი მისი ფაჯარა და აივანი.
ვეძებდი მთელი სახლი გადავქექე და ვერ ვიპოვე ის სათამაშო მანქანა, თუ არ ვცდები ყვითელი ფერის იყო პატარა ზომის თხელი, თავიდან 35, შემდგომ 45 თეთრი იყო სტაბილურად, ახლა უკვე აღარსად არ ჩანს, არ იშოვება ესეთი მანქანები. მოკლედ, ვიყიდე და შევედი მის ეზოში.
ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭმა გამოიარა, გავაჩერე, ეტყობოდა გარეგნობაზეც და საუბარზეც რომ სახლში გაზრდილი წყნარი ადამიანი იყო, არ მახსოს სახელი. ჰო, მოკლედ მას შევეკითხე მისამართი და მიპასუხა, რომ ამ სადარბაზოს ბოლო სართულზე მარცხენა კარიო.
დავდექი ეზოში, სადარბაზოს პირდაპირ ვიღაცის გარაჟის უკან და ვუყურებდი მის ფანჯრებსა და სადარბაზოს შესასვლელს, იმ იმედით რომ დედიკოს გარეშე, თვითონ მარტო გამოსულიყო, მენახა, მიმეცა მანქანა, ან ვერ გამებედა, უბრალოდ რაიმე მაინც მეთქვა.
გავიდა ნახევარ საათზე მეტი და მე გადავიწერე რამოდენიმეჯერ პირჯვარი, რადგან დიდი შიში მქონდა, არ ვიცი რისი და მივედი სადარბაზოსთან, არ მახსოვს ია ან რაიმე ყვავილი თუ მქონდა, ერთი ის ვიცი, რომ ავედი მესამე თუ მეოთხე სართულზე, მის მერეც ხშირად მომიწია, მაგ მხარეს მოხვედრა, მაგრამ არ დავკვირვებივარ რამდენ სართულიანი შენობა იყო, მოკლედ ბოლო სართულზე, გული მიძაგძაგებდა, სიტყვები რაც მეგონა რომ უნდა მეთქვა, ყველაფერი ამემღვრა და დაიწყო დავიწყება.
დავაკაკუნე, კარი გამიღო დედამისმა, მივესალმე და ვიკითხე ნინო, მან დაუძახა შვილს და სალამის თქმაც გამიჭირდა, ცოტახანსაც ვერ დავყავი, უბრალოდ მივეცი ის მანქანა და ვუთხარი, გთხოვ ნინიკო, დაიტოვე ეს ის მანქანაა, მაშინ რომ გავაგორე და შენ გამომიგორე, გახსოვს?..
პასუხსაც ვერ დაველოდე, გავწითლდი და არ მახსოვს დავემშვიდობე თუ არა, უბრალოდ რამოდენიმე საფეხურის შემდეგ, მოვტრიალდი, გავხედე გამოკეტილ კარს და გავაგრძელე გზა. იმ მომენტში, ვერ ვხვდებოდი, შესაძლოა სისულელედ გამოჩენილიყო ჩემი საქციელი, მაგრამ მე ეს გავაკეთე, რადგან არ შემძლო არ გამეკეთებინა, რადგან რაღაცის იმედი მამოძრავებდა, რომ ეს მანქანა დარჩებოდა მას და მწამდა რომ ის შეინახავდა სადმე და ალბათ, არ ვიცი, ოდესმე შესაძლოა ამ მანქანით ეთამაშა ... და აი, აქ, არათუ მხოლოდ შევცურე, არამედ ჩავიძირე რომანტიკაში...
ამ თუ სხვა აზრებით ვიჯექი იმ კორპუსის ქუჩის მხრიდან ერთ საათამდე და გაუჩერებლად ვუყურებდი მის ფანჯრებს, რომელიც არავინ გააღო, არც არავის ფარდა გამოუწევია, არც არავის გამოუხედავს და იმ ოთახშიც შუქი არავინ ჩააქრო.

... და დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, მე რომ დედამისი არ მენახა და არ მომეკითხა ნინო, ახლა, ღმერთმა იცის, ამას დავწერდი თუ არა..
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 733 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: სიყვარული, ნინი ბუხრიკიძე, მე შენ მიყვარხარ, ღიმილი, სკოლა, სადარბაზო, სათამაშო მანქანა, ყვავილი, Nini Bukhrikidze, კლასი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar