1:07 AM რეალობასთან დაკავშირებული ნერვებზე მოთხრილი პოსტინებისმიერ მცირე სითბოზე, გაღიმება, სიტყვა თუ ქმედება, გვერდში დგომა თუ.. შემიძლია გადავყვე ადამაინს, მაგრამ ვერ ვიტან უსამართლობას, ვერც ინტერნეტ-კონტაქტებიდან ფეხზე დაკიდება, ვთქვი და იმის იქით არ მაინტერესებს პასუხი, ან სამსახურის მხრივ (რადგან უფროსი ხარ, რაღაც არ მოგეწონება, თუნდაც ისე იყოს გაკეთებული, როგორც თვითონ მოუწოდება დამქირავებელს, მაინც არცხვენ ხალში) იმიტომავ ვწერ და ვხატავ და ამით ვცდილობ შევინახო თავი.. ასევე ისაა მურტალი, რომ ვიღაც ჭიჭიკოებს რომ ეძახიან ტელევიზიაში რაღაც სისულელეზე და მე მექნება კომპლექსი, რომ როგორ, მე ხომ არ ვარ პიარშიკი ტიპი, ვარ, ნამდვილი საკუთარ თავში და ნებისმიერ ნათქვამ, დაწერილ თუ დახატულ აზრსა თუ სიტყვაში, ჰოდა მე არ ვთხოვ, ისე ვიზამ, რომ ოდესმე თვითონ.. მაგრამ ის პირველი ტალღა რითი შევქმნა, მე ხომ პური მინდა, ასევე მეუღლე, ბავშვი, ჩაცმა, თეატრში საღამო, ქართული ცეკვები, სპექტაკლი თუ კონცერტი, ოპერაში ბალეტი, გალერეებსა და მუზეუმებში გამოფენები და ა.შ.. ბავშვის საინტერესოდ აღსაზრდელად, ამისთვის საჭიროა თანხა.. ჰოდა, ნერვები მაწყდება, აქ და ახლა, ვიღაცას თუ არ სთხოვე, ან არ ვინმესთან თუ არ მიქარე, და ერთისთვის ცუდი პიროვნება გახდი ისე ვერ მოედები, ვერც ქვეყანას და ვერც მსოფლიოს მითუმეტეს, ან ვინმემ თუ არ დაგაფინანსა, ის კი არა, სელფის გადაღება მიტყდება, არ მაქვს არცერთი სელფი, მხოლოდ შინაარსიანი ფოტოები, ისაც თამარას რომ არ დავეპატიჟე სანტა-ესპერანსაში, ასევე 27-ზე რომ არ გამოვსულიყავი და რუსთავში ფილმის გადაღება რომ არ ყოფილიყო ის წორწილის სცენა, მე ამ წელს ფოტო არ მექნებოდა, არადა უაზრო ფოტოებს მიაქვს სოციალური ქსელები, რომელიც გინდა.. უამრავი კომპლექსი გადამრავლებული საკუთარ პრინციპებზე, ანუ ბევრ რამეს არ ვიკადრებ, ასევე არცერთი პოსტი არ მაქვს დარეკლამებული და მინდა რამდენიმე ნახატის გაყიდვა.. როდესაც არასდროს საუბარი არავისთან არ ყოფილა ჩემს შესახებ, ანუ ტალღა მეხსიერებისა ჩემზე არ გადმოსულა და რა ვქნა.. მოვკვდე? მე ყოველთვის ვნახავ რაზე დავწერო და რაზე დავხატო.. მე ყოველთვის ვნახავ რაიმეს რაც დაიღეჭება, არ ვაყენებ კვებას პირველ ან მეასე ხარისხადაც კი.. შეიძლება გავყვითლდე და კუჭმა მაგინოს და მე სისხლი ჩავაბარო და ტილო ვიყიდო, როდესაც ცივა და კომუნალურს ვერ იხდი.. არაფერს არ ვადრამატიზებ.. უბრალოდ, ვერ ვიტან, როდესაც უმიზეზოდ ფეხს მაჭერენ და არც მიხსნიან რატომ რა მიზეზით, რა დავუშავე? მაგრამ.. აი მორჩეს ეს პანდემია, გამოვიდეს ხალხი გარეთ.. ბოლომდე იმას "ვიჩალიჩებ" მოვხვდე იტალიაში, რადგან იქ იაფია ცხოვრება, გადაფრენაც 30 ევრო, თუ ადრე აიღებ ბილეთს, ღამეც ქართველებთან გადათენება 8-იდან 10 ევრომდე, ქუჩაში ნახატებით იმდენს ვიშოვი, რომ ზედმეტი 150 ლარი არ ვიხადო და ესევე პირველივე შესვლაზე ჩამირტყან ვიზა, მქონდეს ბილეთიც და თანხაც, ან რავიცი, ვინმე თუ ხართ ამერიკაში, ვისაც მოქალაქეობა გაქვთ, თუ მიმიპატიჟებთ, არ მინდა არც ბინაც, არც მოვლა, არც რამე სხვა, თვითომ მოვუვლი საკუთარ თავს, დავჯდები რომელიმე სერიოზული მუზეუმის წინ, ჩემი ერთი შედევრი-ნახატით, და იქ გავათენ ღამეს.. იქნება ვინმე ვინც შემამჩნევს, გამათბობს, გამომკვებავს და მყარად ფეხზე დამაყენებს, ნიუ-იორკში სამი მაგარი მუზეუმი ვიცი, სამწუხაროდ მხოლდო ინტერნეტით.. მოკლედ.. მერე როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ვიქნებით, ისინი ვინც მამცირებდნენ, ან ვინც ფეხზე მიკიდებდა, ან ვისაც შეეძლო ჩემი დახმარება, ჟურნალისტები, გინდაც პრესის, გინდაც ტელევიზიის თვითონ იზამენ თავის საქმეს, სადაც ყველა თუ არა, ყოველ მეორე გადაცემაში ჩემი სახელი იქნება, მაგრამ აქ და ახლა.. აქ და ახლა.. აქ და ახლა რომ მჭირდება სად არის, რომელიმე, ს ა ა ა დ? | შენი ჰო იყოს ჰო და არა - არა. არაფრის დამტკიცება არ ღირს, მაგრამ მე საერთოდ არ ვიყავი ასეთი, დავიბრიდები და ოდესმე იტყვის ვინმე რამეს ჩემს შესახებ, მაგრამ იმავე ხალხმა, ვინც გამომიწვია, (ასე "კარგად" რომ ვთქვათ) მათ მაინც დავუმტკიცებ და რატომღაც მჯერა რომ მაქამდე არ დავიბრიდები, სანამ ჩემსას არ გავიტან.. რა, რისთვის, რატომ, როგორ, რანაირად აუუუფ ნეტავ, არ იცი?.. ყველაფერს გაეცემა ჩემი სიტყვით, ნახატით, ქმედებითა და ცხოვრებით პასუხი.. ისტორია.. ბოდიშით, თუ მოგაცდინეთ და გმადლობთ ყურადღებისთვის!..
| |
სულ კომენტარები: 0 | |