უახლოეს მომავალში შესაძლოა გამოვიდეს ჩემი რომანი ამ დასახელებით, სადაც აღწერილი მაქვს ქუჩაში სხვადასხვა სიტუაციებიდან ჩემი განცდები, აზროვნება, რეალობიდან გამომდინარე..

ერთი თავი აქვს დათმობილი გაშორებულ ცოლ-ქმარს, რომელიც რუსთავში რუსთაველზე ბაზრის შესახვევთან გაჩერებასთან ახლოს, სკვერთან დავინახე, თუ როგორ დასცინოდა და აბუჩად იგდებდა ტიპი ქალს, შემდეგ მივედი და შევთავაზე დახმარება იმ მძიმე ჩანთების მიტანით სახლამდე და ა.შ.. ასევე გზის მეორე მხარეს სხვა დღეს დავინახე ახალგაზრდა გოგო, პატარა ბავშვით, რომელიც იდგა ტროტუარზე ახლოს, დედიკო კი ერთი ნაჯით წინ, მაგრამ მაინც პატარის ჩრდილი იყინებოდა ბორდიურზე და ქალის კი გადადიოდა ფეხით სავალ ნაწილზე, სადაც მე შემთხვევით გადავაბიჯე და თითქოს ჩამწყდა ჩემში რაღაც დედობრივი.. წამით გავიფიქრე, ხომ არ მივბრუნდე და გადმობიჯების შემდეგ მოვუარო-თქო.. (თითქოს შავი კატა და საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრი) ინსტინქტურად პირჯვარი გადავიწერე და დედა, ბავშვი, მეუღლე.. ამ სამი სიტყვის შემდეგ ხელზე ტუშის კალმით დავიწერე სერიოზული ლექსი..
... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 466 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-12 | Comments (0)