შენ ვიღაცა გითვალთვალებს,
ვიდეო კამერა არის მუდამ ჩართული,
რომელიც იწერს შენს ყოველ მოძრაობას და ხმას.
დასმულ კითხვაზე პასუხი უბრალოდ ცხოვრებაა.
კავშირი სხვა სამყაროებთან
სულების, შიშებისა და მოჩვენებითი შუქის სახით.
ყოველი გასული წამი მომდევნოსთვის ისტორიაა,
რომელზეც შესაძლოა გიყვებოდე პოეზიით ან მხატვრობით.
რამდენჯერ ვეცადე მედიტაცია,
მაგრამ გონება სრულად ვერანაირად გავთიშე,
ვერც აზროვნებით, ვერც სუნთქვისა და ვერც სხვადასხვა მოძრაობით.
ბევჯერ განმიცდია ჰიპნოზი მუსიკის სახით.
მე ვარ გზა, რომელზეც გავლისას ან ფეხი დაგიცდება,
ან ვერ იგრძნობ საკუთარ წონას,
თითქოს ღრუბლებს ზემოთ ფეხშიშველი დაიარებოდე.
მთებში უსაზღვროდ სიარული უკან მოსაბრუნებელი გზის გარეშე.
მსურს უდაბნოში დაკარგვასავით ვიარო მთებში,
იმ იმედით რომ ბოლოს ვნახავ შუქს, რომელიმე ქოხიდან.
ელვის პრესლი, ჯიმ მორისონი, ვიქტორ ცოი
ისმოდეს ჩემს ყურსასმენებში.
სნუპდო
...
კითხვის გაგრძელება »