11:19 AM
შეშლილის ჩანაწერები — ლექსი # 3
ადექი,
გამოდი შენი ნაჭუჭიდან,
რომ შეამჩნიო მზის სხივის ნათება
და შენს გაუცნობიერებლად შეცვლი საკუთარ ცხოვრებას,
სადაც უკვე ლპები,
მოითხოვ წყლულების მოკვეთასა და განბანვას.

მე უკვე წვერიც გავიპარსე,
არყის ნაცვლად წყალიც მოვყლურწე,
სიგარეტის ნაცვლად ფილტვებს
ახლად აყვავებული ხის რტოები ჩავასუნთქე,
მაგრამ არ მიშველა,
რადგან მთავარი ბრძოლა წინაა.

ნუ წამიკითხავ,
იპოვე სხვა ვარსკვლავი,
რომლის ნათებაც თვალს მოგჭრის.

შენს ნებისმიერ განსხვავებულ ქმედებას მიიჩნევ სიგიჟედ.
მუსიკის ზემოქმედება,
ქუჩა, ეზო, სკვერი ან სახლის ოთხი კედელი.
მსხვრევის ხმა სიბნელეში და ქალის კივილი,
დამშვიდება პეპლის ეფექტის მსგავსად.
როდესაც შენში წამალივით ზემოქმედებს,
გრძნობ, განიცდი იმას,
რასაც სხვისი აზროვნება ანაგვისყუთებს
და უამრავი აზრი გაწუხებს იმის შესახებ,
თუ რა იქნება შენს შემდეგ,
ან თუ შენ რამეს ისე ან ასე იზამ შენი წინსვლისთვის,
იქ დედამიწის მეორე მხარეს,
შესაძლოა,
სადმე შენმა მსგავსმა ადამიანმა
შენი ბედნიერებისთვოს პასუხი აგოს ტკივილის ფასად.

შესაძლოა არ იყო ფსიქოპატი,
არც შიზოფრენიკი,
არც გენიოსი,
უბრალოდ გსურდეს რაიმეს შეცვლა, სითბოსკენ მიტრიალება.
შესაძლოა არ იცი ფსიქიკური შეშლის არსებობაც კი,
რადგან შენც,
როგორც ყველა შენს გარშემო ნორმალური ხარ
და არაფრით განსხვავდები მათგან,
ვიზუალის,
რელიგიის,
მცირედი შეხედულებების გარდა.

და..

მე ვარ ლიანდაგი.
შენ ვერასდროს იყიდი ჩემი მატარებლის ბილეთს,
ისე,
როგორც ჩემს წიგნს,
რომელიც უკვე გაჩუქე.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 429 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ბრძოლა, გიჟი, ფსიქიკა, წყალი, სიგიჟე, შიზოფრენია, ხეები, ტკივილი, ვარსკვლავი, ფილტვები, დედამიწა, ფსიქოპატი, ცხოვრება, პეპლის ეფექტი, მუსიკის ზემოქმედება, შიზოფრენიკი, ნაჭუჭი, ხე, ნაგავი, შეშლილი, კივილი, რტო, კედელი, აზრი, წვერი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar