7:47 PM
შეშლილის ჩანაწერები — უახლოეს მომავალში გამოსაცემი ყველაზე გიჟი რომანი დედამიწაზე!
უახლოეს მომავალში შესაძლოა გამოვიდეს ჩემი რომანი ამ დასახელებით, სადაც აღწერილი მაქვს ქუჩაში სხვადასხვა სიტუაციებიდან ჩემი განცდები, აზროვნება, რეალობიდან გამომდინარე..

ერთი თავი აქვს დათმობილი გაშორებულ ცოლ-ქმარს, რომელიც რუსთავში რუსთაველზე ბაზრის შესახვევთან გაჩერებასთან ახლოს, სკვერთან დავინახე, თუ როგორ დასცინოდა და აბუჩად იგდებდა ტიპი ქალს, შემდეგ მივედი და შევთავაზე დახმარება იმ მძიმე ჩანთების მიტანით სახლამდე და ა.შ.. ასევე გზის მეორე მხარეს სხვა დღეს დავინახე ახალგაზრდა გოგო, პატარა ბავშვით, რომელიც იდგა ტროტუარზე ახლოს, დედიკო კი ერთი ნაჯით წინ, მაგრამ მაინც პატარის ჩრდილი იყინებოდა ბორდიურზე და ქალის კი გადადიოდა ფეხით სავალ ნაწილზე, სადაც მე შემთხვევით გადავაბიჯე და თითქოს ჩამწყდა ჩემში რაღაც დედობრივი.. წამით გავიფიქრე, ხომ არ მივბრუნდე და გადმობიჯების შემდეგ მოვუარო-თქო.. (თითქოს შავი კატა და საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრი) ინსტინქტურად პირჯვარი გადავიწერე და დედა, ბავშვი, მეუღლე.. ამ სამი სიტყვის შემდეგ ხელზე ტუშის კალმით დავიწერე სერიოზული ლექსი..

ერთი თავი იყო ნასვამზე ბალახის მოწევის შემდეგ (ისედაც ბევრს ვფიქრობ და ბავშვობიდან კომპლექსები მაქვს, ბაღიდან მოყოლებული) გამოწვეული ტვინის გახსნა, როდესაც გაწვება უამრავი აზრი, უსაზღვრო დოზით და ზოგი წინადადების გაფიქრებასაც ვერ ასწრებ, ჩამოყალიბებას, ისვრი სხვადასხვა სიტყვებს, მერე გავიწყდება, შემდეგ სხვა თემაზე გადადიხარ, მერე ამოგიტივტივდება, რითაც დაიწყე და სანამ აგრძელებ კიდევ კიდევ უამრავი აზრი და როდესაც თვალებს ხუჭამ თვალწინ უამრავი ადგილი, სადაც იყავი, ან გსურს, ან შენიშნე შემთხვევით ან.. და ეს ნაკლებად იქნება საინტერესო ნორამლური ადამიანისთვის, უფრო მსუბუქი ფსიქიკის მქონე ადამიანს დააინტერესებს, მაგრამ ნებისმიერი ორგანიზმისთვის უარყოფითი ნივთიერების შეყვანას სჭირდება ინტელექტი, არა მხოლოდ მიჩვევისა და დანენების კუთხით, როგორც ადამიანის მოსაზრება კვება, გამრავლება, ძილი, არამედ ბევრად მეტი გევალება, სანამ მოიკლავ შენს ცნობისმოყვარეობას.

ერთი თავი საერთოდ ოპტიკურ ილუზიას, წარმოსახვებსა და მსგავს თემებს ეხება.
ერთიც იმ სიზმრებს რაც დამსიზმრებია და საიდან როგორ და რას შეიძლება ემოქმედა, გამოეწვია მსგავსი რამ.. ჩემებური ხედვები, ახსნები და ა.შ..

ასევე არის თითქოს ყველა ამბავი ერთი და იმავე პერსონაჟებს გადახდათ, და რეალურად შემდგომ ერთ მათგანს ვიცნობ და ა.შ.. მემგონი სერიოზულად ძალიან საინტერესო რამ გამოვა, არანაირი ფანტაზია, მხოლოდ რეალური ფაქტები და მაგ მომენტში ნაგრძნობი განცდები ასახული სიტყვებად..

———————————

პ.ს. — ამ ტექსტშიც ვცდილობდი სასვენი ნიშნებიდან დაწყებული ალიტერაციით გაგრძელებული, თავისი სინონიმებით და სერიოზული რთული წინადადების აგებამდე დამთავრებული, რაიმე არ შემშლოდა, მაგრამ შესაძლოა მაინც რაღაც გაიპარა.. ეს არაუშავს.. იმედია მომავალ წიგნში იქნება ნაკლები გრამატიკული შეცდომა..
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 466 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: გრამატიკა, კვება, გამრავლება, რომანი, ოპტიკური ილუზია, ცოლი, კომპექსები, კატა, ბორდიური, სიგიჟე, ძილი, ცნობისმოყვარეობა, პლანი, ფაქტები, მარიხუანა, აზროვნება, წარმოსახვა, ფანტაზია, ქალი, საბავშვო ბაღი, კომპლექსი, ტვინი, მეუღლე, ქმარი, ფსიქიკა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar