9:49 PM მწვანე ცა და მასზე ლურჯი სიზმრებიმწვანე ცა | და მასზე ლურჯი სიზმრები, რომელსაც თვალდახუჭული ვერ დაინახავ, ვერ შეეხები, უბრალოდ იგრძნობ, მაგრამ იცი, ოდესემე მოგიწევს თვალის დახუჭვა, სადაც გასული დღიდან დამახსოვრებულ სიმძიმეს შეებრძოლება სითბო და კინოფირის კადრებივით გაგივლის საყვარელი ხალხის სახეები, სხეული. სურვილებიც აიმღვრევა და მოგინდება რაიმე დაწერო, აზრად მოგდის ფრაზები, რომელიც ილექსება, შემდეგ გრძნობ, როგორ დგები, ეძებს კალამს მაგიდაზე, შემდეგ შარვლის ჯიბეში და აღმოაჩენ ქურთუკში. ეძებ ფურცელს და იმეორებ სიტყვებს, მწვანე ცა და მასზე ლურჯი სიზმრები რომელსაც თვალდახუჭული ვერ დაინახავ, ვერ შეეხები, უბრალოდ იგრძნობ... ამ დროს გირეკავენ, პოულობ მობილურს ხმით და გეუბნებიან რაღაც ამბავს, შენიშნავ წიგნში სანიშნად ჩადებულ ქაღალდს, ჩადებ შიგნით ფანქარს, დახურავ წიგნს, გათიშავ მობილურს და იწყებ კალმით წერას. მწვანე ცა და მასზე ლურჯი სიზმრები ... შემდეგ კი, გაღვიძებს მობილურზე შემოსული მეგობრის ზარი, რომელიც გათიშული გდია ქუჩაში და სჭირდება შველა. დგები და გავიწყდება იმ ლექსის დაწერა, რაც უკვე დაუწყებლად — დაასრულე..
| |
სულ კომენტარები: 0 | |