10:02 PM
შენი სახლი
სად არის შენი სახლი?

ალბათ იქ,
სადაც ვინმე გელის
და გრძნობ სითბოს მათგან,
ან იმ შიშველი კედლებიდან,
რომლებსაც ერთ დროს იმეტებდი მუშტებისთვის,
რომელიც მისთვის შესაძლოა,
მოფერებასავით თბილი იყო.
ახლა კი ამისთვისაც გეცოდება.

გადის დრო
და გული გწყდება,
რომ ხვდები,
ეს უბრალოდ
შპალერმოლამაზებული გაგაჯული ბეტონია,
რომელსაც არ გააჩნია მეგობრობის უნარი.

მას შეუძლია,
როგორც დაგიცვას სიცივისგან
და გაცხოველებულთაგან,
ასევე შეგიზღუდოს თავისუფლება.

ამ დროს კი იხედები გვერდით
და ამჩნევ ფანჯარას!..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 728 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nika dzamiashvili, შპალერი, კედლები, ფანჯარი, ნიკა ძამიაშვილი, poezia, სახლი, leqsi, ლექსი, პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar