9:46 PM
* * *
ყველამ იპოვა საკუთარი გზა.

მე კი გზას აცდენილი,
სხვისთვის ნასროლი ტყვიასავით,
რომელიც უბრალო ხელჩაქნეულ ადამიანს
გულის ნაცვლად ფეხში ხვდება
და აკოჭლებს.

დავდივარ.
საკუთარ ერთადერთ წიგნს
ერთ ღიმილსა და ჩახუტებაზე ვცლი.

... ვფიქრობ,
როგორ დავამახსოვრებ თავს,
საკუთარ ქალაქს?..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 695 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ნიკა ძამიაშვილი, გზა, nika dzamiashvili, ღიმილი, ჩახუტება, წიგნი, პოეზია, leqsi, ლექსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar