ვარსკვლავებმა რა იციან ჩემი გრძნობები,
ხალხმა რა იცის რას განვიცდი,
როდესაც ორივე ბევრად ახლოსაა ჩემთან,
ვიდრე შენ,
რომელიც ამას ხედავ
და მაინც გარბიხარ უგზოუკვლოდ,
სადღაც შორს.

შესაძლოა
ორივეს გვყავდეს საკუთარი ოჯახი,
ბავშვები,
მაგრამ მე..
ყოველთვის ისე მეყვარები,
როგორც პირველი ჩახუტებისას.

მოდი.
მე მოგცემ ძალას
გადააბიჯო საკუთარ თავს
და დარჩე ჩემთან.
არ ვარ ეგოისტი.

მე რომ მსურდეს შენი სიკვდილი,
უბრალოდ,
თავს დაგანებებდი!..
Category: ლექსები | Views: 764 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-06-29 | Comments (0)