მოასწარი
და სიცოცხლეშივე იპოვე
შენი ცხოვრების გზა,
რადგან შემდეგ არ დაიტანჯო
და სიამოვნებას განიჭებდეს ის,
რაც სულიერად გაცოცხლებს
და ამით უსასყიდლოდ გამოკვებო
შენი მსგავსი ადამიანები.
თუ წინასწარ დაისახავ ბედნიერ მომავალს, იმ საქმით რაც არაა შენი, შესაძლოა გყავდეს მეუღლე, ბავშვები, მაგრამ არ იყო თავისუფალი.
მიეცი ბავშვს არჩევანის უფლება, აუხსენი თუ რა მოჰყვება ორივე ან ათივე გზას, გაუშვი ხელი, წაიქცეს, ადგეს და თვითონ განაგრძოს გზა საკუთარი მომავლისთვის,
დაფხაჭნოს ტილო, დაწეროს და თუნდაც დახევით შეაფასოს, დაუკრას ან იმღეროს, თუნდაც ყროყინის მსგავსად, თუ ერ დალაშქრავს, სცადოს და მცირედით ავიდეს მთაზე, თვითონ თუ არ მოინდომებს ბავშვი,
ან არ გააკეთებს, ან არ ისწავლის, ანდაც მიაფუჩეჩებს,
დაძალებით ფსიქიკას ურყევთ, ჯობია გაუჩინოთ ინტერესი, ოღონდ არ გადაეკიდოთ და არ მოაბეზროთ თავი.
შესაძლოა ეს არც გაკვეთილს ჰგავდეს და არც ლექსს, მითუმეტეს, უბრალოდ უნდა მეთქვა —
იპოვე საკუ
...
კითხვის გაგრძელება »