მე და თბილისი.
ფოტოზეა ვაკის პარკიდან ხედი ნახევარ თბილისზე.
გადაღებულია თბილი, კარგი გოგონა, დალი წინწკალაძის მიერ.

me da tbilisi.
fotozea vakis parkidan khedi nakhevar tbilisze.
gadaghebulia tbili, kargi gogona, dali tsintskaladzis mier.
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 754 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე ვამაყობ, ბედრიერი ვარ, რომ ვარ ქართველი!
საქართველო - ხადას ხეობა.
მხრებზე ჩვენი ქვეყნის დროშა.

me vamakof, bednieri var, rom var qartveli!
saqartvelo - khadas kheoba.
mkhrebze chveni qveknis drosha.
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 715 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

საკუთარი ცხოვრება საკუთარი ბინის კედელზე.. / sakutari ckhovreba sakutrari binis kedelze..
ჩემი, ნიკა ჩერქეზიშვილის, ლაშა მარგიანის, ირაკლი ბერიას, თორნიკე ჭელიძის, ნოდარ რევაზიშვილის ლექსები, ჩემი შემოსასვლელი კარის კედელზე. / chemi, nika cherqezishvilis, lasha margianis, irakli berias, tornike chelidzis, nodar revazishvilis leqsebi, chemi shemosasvleli karis kedelze.
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 693 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ამ ფოტოს ჰქვია შენი სახელი -
"მე შენ მიყვარხარ!.."
სხვა არაფერი..
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 712 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე და ლაშა მარგიანი ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე
ლაშა არის პირველი - კარგი ადამიანი, ჯიგარი, შემდეგ უკვე განსხვავებული, გიჟი გენიოსი. :)
ამ ფოტოს ჰქვია "ორი განგსტერი"
წიგნს კი — "როცა მზე ჩავა"
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 745 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე, ნონა პაპიაშვილსა და ლელა აბრამიშვილს გვიხარია ერთმანეთი
მე, ნონაჩკა და ლელუნა
ნიკა ძამიაშვილი, ნონა პაპიაშვილი და ლელა აბრამიშვილი
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 710 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე და მაკო ქობალია
ერთი კეთილი გოგონა.
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 687 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ხადას ხეობაში მეგობრებთან ერთად.
სვიანაიძეების კოშკი.
ჩემთან ერთად არიან — დიმიტრი ჯამაგიძე, დაჩი ფაჩულია, ნიკა ჩერქეზიშვილი და ლაშა მარგიანი

Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 707 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე, მაკო ქობალია და თეონა ფუტკარაძე
მე ჩემს ერთგულ და თბილ მეგობრებთან ერთად.

Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 742 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე და თეონა ფუტკარაძე ( მე რობოტი )
კარგი თბილი, ტკბილი გოგონა.

Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 657 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ნუ ჩააწყობ ვაზნებივით ლექსებს
ერთ დიდი ზომის პარკში.

ნუ ცდილობ დაწვა ან გადაყარო აივნიდან,
რადგანაც ბოლო ამოსუნთქვამდე
არსებობს იმედი, რომ..

ვინმე გიპოვის ქუჩაში,
გადაგშლის
და ფეხზე წამოგაყენებს...
Category: ლექსები | Views: 681 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ჩვენ ახლა ვზივართ
და თავისით გადის დღე,
უკეთესობისკენ არაფერს დავეძებთ.
ხორციელ ტკივილებს იმდენად ვამძიმებთ,
ძნელია,
რომ წერო სულიერ განცდებზე...
Category: ლექსები | Views: 701 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მტირალი გოგონა
პირადად მე მაქვს

ზომა - A4
აკვარელი, ფურცელი
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 743 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

თვითმკვლელთათვის ლოცვა არ შეიძლება..
გაჩუქებულია

ზომა - 23,5 X 30
აკრელი, ტილო
Category: ნახატები | Views: 739 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

გრძნობა ფერებით გამოხატული.
გაჩუქებულია

ზომა - არ ვიცი
აკვარელი, ქაღალდი
Category: ნახატები | Views: 743 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

როდესაც იმედიც კი უკვე ფასიანია,
მაშინ ძნელია ისაუბრო ნაგავზე,
როთაც ვიხრჩობით.

როდესაც ლაპარაკს არა აქვს აზრიც და მიზეზიც,
ნაბიჯს კი გადადგმის უფლება,
შენ კი მაინც საათობით ბოდიალობ
და ესაუბრები საკუთარ თავს.

როდესაც ხარ მსხვერპლი
და ვერ აცნობიერებ,
რადგან გიფუთავენ ამას ლამაზად
და ვერ ხვდები რომ ესაა ცხოვრება.

როდესაც შეგიძლია აკეთო არაფერი,
მაგრამ ხალხი დაარწმუნო შენი კეთების სიმართლეში.

როდესაც შეგიძლია იყო ფალოსი
და უცებ გაღიარონ.

როდესაც შეგიძლია ხელი ჩაიქნიო მაშინ,
როდესაც მთელი გზა გაიარე
და ასე ახლოს ხარ გამარჯვებასთან.

როდესაც შეგიძლია იყო მომღერალი
ხმის ამოუღებლად
და არაფერი განაღვლებდეს.

როდესაც არ შეგიძლია მართავდე საკუთარ თავს
და საჯაროდ ხალხს ატყუებდე მათ წინამძღვრობაში.

როდესაც შეგიძლია ისაუბრო ღმერთზე,
და თვითონაც არ გწამდეს ის.

როდესაც სისხლის ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 819 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

სახეზე მომემატა ნაოჭი,
წვერიც გამიხშირდა.
მიღრმავდება თვალსქვემოთ ღრმულები.

მივხვდი,
ჩემს ეზოში
ონკანიდან
დღემდე წვეთავს
ჩემს მიერ გავლილი
და დარჩენილი წლები.
Category: ლექსები | Views: 686 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ჩემი პირველი ნახატი ზეთის საღებავებით
საჩუქარია

ზომა - 30 x 23.5
ზეთის საღებავები, ტილო
Category: ნახატები | Views: 723 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ეგონ შილეს ნახატის ჩემი შესრულება.
საჩუქარია.

ზომა - 15 X 21 (სმ)
აკვარელი, შავი ფანქარი
Category: ნახატები | Views: 722 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე არავინ მგავს ისე,
როგორც შენ.

მე არ ვგავარ
არცერთი წიგნის პერსონაჟს
და არცერთ ცხოველს.
ყველაფერი ბუდობს ჩემში ცოტ-ცოტა.

ჩვენ განგვასხვავებს ჩემი სიგიჟე,
ჩემი დაუღვრელი ცრემლი
და ამოუღებელი ხმა.

და საერთო,
რაც ორივეს გვახასიათებს
- სიყვარული,
მაგრამ შენ ჩემზე ბევრად კეთილი ხარ.

ორივეს გვიყვარს,
როგორც მომღიმარი ხალხი,
ასევე დაცემულის ფეხზე წამოყენება.
ორივეს გვიყვარს ბავშვები.

ორივეს გვაქვს გამოცდილება
და ორივეს გვაქვს უნარი გვიყვარდეს ყველა,
მაგრამ არა - ერთმანეთი.
Category: ლექსები | Views: 710 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ვდგავარ სადარბაზოში და ვეწევი.
ვუყურებ კედელზე მიწერილ მეგობრის ლექსს,
რომელშიც სიტყვა "განვიცდი" ყოველთვის მავიწყდება
და სხვა სიტყვით ვანაცვლებ,
თუმცა ვხვდები,
რომ ყველაფერი სულიერი განცდების გარეშე კვდება.

ვგრძნობ,
სიგარეტი კი არა,
მე ვიწვები.
ფერფლი ჩემი სხეულია
და ფილტრი კი ის ლექსი,
რომელიც ჯერ არ დაწერილა
და თუ დაიწერება,
იმასაც სადმე გადააგდებენ.

იმასაც ვგრძნობ,
რომ შეშლილი ვარ
და ჩემი ცხოვრება უფრო პატარაა,
ვიდრე ჩემი პოეზია.

მახსენდება დიდი იაპონელი მწერლის ფრაზა -
"იდიოტი თუ იქნება ბოლომდე დარწმუნებული,
რომ მზე კასრზე მცირეა ზომით."
ასევე ვიხსენებ ძმაკაცის სიტყვებს,
რომ მე დიდხანს სიცოცხლე მიწერია
და მეღიმება.

ვგრძნობ,
ტყუილად არ ვღლი ნაბიჯებით ჩემი ქალაქის ქუჩებს.
ზოგჯერ,
მთვარეს ვესაუბრები
და ზოგჯერ,
დაბმული რკინის ტკივილსაც ვიზიარებ,
რომელსაც ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 676 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ცხოვრება არაა კროსვორდი,
უბრალოდ მარტოკაცის გავლილი დღეები ჰგავს
ოთხ კედელში გამოკეტილ ასოებს.

შეგიძლია,
მეზობელს დაუკაკუნო კედელზე,
რომელიც ვერანაირად გიშველის.

ოთახი,
სადაც ფიქრის დრო რაც უფრო მატულობს,
თავის დაღწევის იმედი - მცირდება,
რადგანაც ფანჯარა არსაით ჩანს.
Category: ლექსები | Views: 705 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ქალაქი ისვენებს გამვლელთაგან.
ჩემი ნაბიჯები კი მდინარესავით ეღვრება ქუჩას.

მინდვრის ყვავილებს ირეკლავს მთვარე,
რომელიც ეძებს შემორჩენილ წყალს,
საკუთარ ნამტირალევ სახეზე.

ჩემი შენსდამი ნათქვამი „მიყვარხარ!“
საკუთარ სისხლზე ძვირია
მაგრამ მას არ შეუძლია
დარჩენილი სიცოცხლე გაუხანგრძლივოს
მოწყვეტილ ყვავილს.

ვიყურები სარკეში. დანერვოზებული თავის გარდა,
ჩანს ქალის ლანდი,
რომელიც ებრძვის შენსდამი აღზნებას.

ყოველი ფილტრამდე ჩაყვანილი სიგარეტი
რომ მაშორებდეს
შენს ხელის ჩაკიდებასთან,
დროს ვენიდან სისხლს ამოვწოვდი,
რითაც გავაცოცხლებდი
ჩემს მკვდარ ქოთნის ყვავილს,
რომელიც მეხმარებოდა უშენო დღეების მოწევაში.
თვენახევარი გაიწელებოდა დღენახევრად.

ნუ მოწყვეტ ყვავილს,
შესაძლოა მისი დაჭკნობით ჩემში ჩაკლა იმედი
ან სულაც შემაწყვეტინო სუნთქვა.
მწამს, შეგწევს ძალა, რომ მორწყა
და გაიღიმო.
ათას კილომეტრ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 707 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

შენ ტვინით აზროვნებ,
მე — გულით.

აი,
ზუსტად
ამის მეშინია!..
Category: ლექსები | Views: 708 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე რომ მსურდეს შენი სიკვდილი,
უბრალოდ,
თავს დაგანებებდი!..
Category: ლექსები | Views: 734 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ვიყავი მარტო. ოთახში მხოლოდ
შემოდიოდა ეზოდან შუქი.

ბევრი რამ მინდა, რა უნდა ვთხოვო
ღმერთს შენზე მეტი - მიყვარხარ თუკი.

ობლად დარჩენილ სიზმრებსაც ტეხდა
ეზოს ონკანის წკარუნი წვეთთა.

მე კი ვიწექი და მსურდა მეთქვა,
სიტყვა, რომელიც არაფერს წყვეტდა.
Category: ლექსები | Views: 697 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ცხოვრება დღითიდღე ძვირდება,
ჩვენივე დაუხარჯავი სიცოცხლის ხარჯზე.

რადგან,
ჩემზე ღარიბი მეგობრებრები
იკვებებიან
მათზე ღატაკი ოცნებებით.

მე კი ვეღარ ვირგებ
სხვის ნახმარ იმედებს!..
Category: ლექსები | Views: 677 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

მე ის ხე ვარ,
რომელსაც ერთი გამხმარი იმედი შერჩა.

ვგრძნობ,
ხვალე ისიც ჩამომვარდება.

მას ერთი გოგონა დაიჭერს ხელში,
წაიღებს სახლში,
ან მცირე ხნით გაათბობს
და შემდეგ მიაგდებს სადმე,

როგორც საკუთარი ქალაქის რომელიმე ხეზე
შემთხვევით ჩემი ლექსის წაკითხვისას,
წუთიერი განცდა,
რომელიც შესაძლოა,
მალევე გაცივდეს მასში.

ჩემს ქუჩაზე,
შემხვდა ერთი ანგელოზი,
რომელიც იდგა ტროტუარზე
და ხელში ეჭირა გამხმარი ნეკერჩხლის ფოთოლი.

შევხედე მას,
გავუღიმე,
განვაგრძე გზა
და ხელზე შემომეწერა ეს ლექსი.
Category: ლექსები | Views: 695 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

სად მივყავარ გზას,
თუკი ის არასდროს მთავრდება
მას არც ნომრები და არც შუქნიშანი გააჩნია.

მე ვარ გზა.
ჩემი ცხოვრებაა გზა.
შენი კი ქუჩა,
რომელზეც ყველაფერი ოფიციალურად ლაგდება.

მე არსაიდან ვიწყები და არსად ვმთავრდები,
უბრალოდ ვგრძელდები.

მთელი ცხოვრების გავლა ღირს,
ერთი წუთი სიყვარულისთვის.
Category: ლექსები | Views: 714 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

შენში მეტია არაყი,
ჩემში პოეზია.

გიყურებ და მაბედნიერებს
შენი ნამთვრალევი, თბილი ღიმილი.

ვხედავ,
თავს იკლავ, ძმაო..

ერთადერთი ის მიხარია,
რომ იცი, გაგაჩნია საკუთარი თავისუფლება,
რისგანაც კვდები შენს გემოზე.

ვცდილობ გაგიცინო.
შენ უყურებ ჩემს სახეს და ასხამ არაყს.
ვსვამთ ძმობისას.

და მაშინ..
არ არსებობს ჩვენთვის სხვა დანარჩენი.
Category: ლექსები | Views: 711 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)

ცხოვრება.
ტანზე ნაიარევი.
ფსიქოდელიური მუსიკა.
ჭიქაში ორი კოვზი ყავა და ერთი შაქარი.

დამწუხრებული გოგონა ჰგავს ანგელოზს,
და მისი გული კი ყინულს
რომელიც შენს გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობს.

გავჩუმდი.
ჩემში დუმილი ყვირის.
ტკივილი გულზე მაწვება და ხელებს მიჭერს.
მსურს ვიყვირო,
მაგრამ ჩამოყალიბებული მიზეზი არ მაქვს.

მოატყუე საკუთარი თავი
და იამაყე იმით,
რაც არ გეკუთვნის,
უბრალოდ იყენებ მას, შენი სურვილისამებრ.

თაგვებმა ცნობიერება გამოგვიჭამეს.
რაის უსისხლო რევოლუციაზეა ლაპარაკი,
ხმის ამოღებასაც კი ეკარგება ფასი.
მეოცნებეთაც გაგვიჩნდა მეორე დღის შიში
და მწარე რეალობა გვესიზმრება.

შემწვარი კარტოფილის სუნი შემოდის შენს ბინაში.
სურვილი, წარმოსახვა, ნერწყვი.
ფანჯრიდან გადიხარ ეზოში.
ჩამოვარდნილი ფოთლები,
როგორც თავიდან თმა,
მტევნიდან თითი
და ციდან ვარსკვლავი.

ღამეა ჩემ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 702 | Added by: nikolozqartveli | Date: 2018-06-20 | Comments (0)