ფოტოზე ვართ ნიკა მაჩაიძე, ნიკა ძამიაშვილი (ანუ მე) და ნატალია (ტუსია) ბერიძე რუსთავის პარკში. :)
გადაღებულია - ფილმი "ჩემი ბებია"-ის ჩვენების შემდეგ.

ფილმი ოლეგ კარავაიჩუკის მუსიკით — http://abcvideo.auf.ge/video/vip/3065

არ მინახავს, ალბათ დაამონტაჟებს Artarea/Tv2.0 და მალე რასაც მაჩაიძე-ბერიძის მუსიკითაც იქნება ამ ფილმის ინტერნეტით ნახვა შესაძლებელი.
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 800 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-06-28 | Comments (0)

გასული წლის მიწურულს დავფიქრდი,

სად უფრო მეტია ღმერთი,
ცაში
თუ შენში?

ალბათ კედელში,
რომელიც უძლებს ამდენ დარტყმას
და მაინც ცდილობს ჩემს დამშვიდებას.

გადის დრო.
ველოდები შენგან წერილს
და ვხვდები,
მთებს გადავდგამ ჩვენი ჯერ არჩასახული ბავშვისთვის.

მთელი ჩემი ცხოვრება
ის ერთადერთი ნახატია,
რომელსაც შენი მზერა ფრთებს შეასხამს.
Category: ლექსები | Views: 677 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-06-28 | Comments (0)

ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს,
ყოველთვის მქონდა იდეა,
ახლა კი პირიქით,
ვცდილობ ვიმოქმედო
რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.

გავიზარდე მაშინ,
როდესაც დავკარგე ოცნება კარგზე
და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში.

მე მაშინ შევამჩნიე რომ დავბერდი,
როდესაც ახალგაზრდობამ გვერდით ჩამიარა
და ვერ მოვასწარი გაღვიძება.

მე ყოველთვის ვკვდებოდი მაშინ,
როდესაც ვივიწყებდი უფლის არსებობას.

ცხოვრებავ,
ამდენი ტანჯვითა და უსამართლობით სავსევ,
ვგრძნობ,
მაინც ღირს შენი გავლა რამდენიმე ნათელი წუთისთვის,

რომელიც ჩემში
დავიწყებული სიზმარივით ტრიალებ,
სადაც დაბინდული სილუეტები ეხვევიან ერთმანეთს
და სთხოვენ, რომ ..
არ გაახილონ თვალი.
Category: ლექსები | Views: 710 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-06-28 | Comments (0)